მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთიდან უცხოეთში ფულად გზავნილებზე შეზღუდვები შერბილდა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ცენტრალური ბანკი
რუსეთის ცენტრალური ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
კვლავ ძალაშია უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების – სანქციების მხარდამჭერი ქვეყნებიდან არარეზიდენტების გზავნილებზე შეზღუდვები რუსული ბროკერების ანგარიშებიდან.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საზღვარგარეთ უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების ზოგიერთი შეზღუდვა შეარბილა.
რეგულატორის გადაწყვეტილებით, მეგობარი ქვეყნებიდან რუსი რეზიდენტებისა და არარეზიდენტების მიერ ყოველთვიური გადარიცხვების ლიმიტი 10 ათასი დოლარიდან 50 ათას დოლარამდე გაიზარდა.

„გარდა ამისა, არამეგობრული ქვეყნებიდან რუსეთში მომუშავე არარეზიდენტებს უფლება ექნებათ უცხოეთში თანხა რუბლში და ვალუტაში საკუთარი ხელფასის მოცულობის ფარგლებში გადარიცხონ“, – იუწყება РИА Новости რეგულატორზე დაყრდნობით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირები – რუსეთში მეგობარი ქვეყნებიდან შრომითი ან სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით დასაქმებული რეზიდენტები დამატებით შეძლებენ ფულადი სახსრები რუსული ანგარიშებიდან გადარიცხონ რუბლსა და ვალუტაში ხელფასის ან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოცულობით და ასეთი გადარიცხვები ანგარიშის გახსნის გარეშე შეასრულონ.
ანგარიშის გახსნის გარეშე მეგობარი ქვეყნებიდან რეზიდენტები და არარეზიდენტები შეძლებენ თვეში გადარიცხონ არაუმეტეს 5 ათასი დოლარი ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში.
ზემოაღნიშნული ნორმები 2022 წლის 30 სექტემბრამდე იმოქმედებს. ამ პერიოდამდე შენარჩუნდება რუსეთში არამომუშავე, სანქციების მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენელი ფიზიკური და იურიდიული პირების გადარიცხვების შეზღუდვა. ასევე კვლავ ძალაშია უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების – სანქციების მხარდამჭერი ქვეყნებიდან არარეზიდენტების გზავნილებზე შეზღუდვები რუსული ბროკერების ანგარიშებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0