პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით 20 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ „ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან და თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით მას დაახლოებით 34 ათასი ევრო მოტყუებით ჩაარიცხინეს ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე.
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა განათავსა პირად საბანკო ანგარიშებზე და პირადი საჭიროებისთვის განკარგა, რითაც მოახდინა დაახლოებით 20 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 16 მაისს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0