თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerთბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა
თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
მსვლელობამ შემთხვევების გარეშე ჩაიარა.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
2014 წლიდან ყოველ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე საპატრიარქო აწყობს მსვლელობას სამების საკათედრო ტაძრისკენ.
მსვლელობის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ხატები, ბანერები და პლაკატები მისალოცი ტექსტებითა და ოჯახის ღირებულებების შესახებ მოწოდებებით. ბევრი ადამიანი მსვლელობაზე ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი ბავშვებთან ერთად მივიდა.
მსვლელობას წინ მიუძღოდა საქართველოს საპატრიარქოს ავტომანქანა ხმის გამაძლიერებლებით, საიდანაც ლოცვა და გალობა ისმოდა.
© photo: Sputnik / Stringerმსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით
Шествие по проспекту Руставели в День традиционных ценностей и святости семьи в Грузии 17 мая 2022 - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით
„მსოფლიოში 17 მაისი სირცხვილისა და მანკიერების დღედ აქციეს. ჩვენმა პატრიარქმა კი პირიქით გადაწყვიტა, ეს დღე შეცვალა და ოჯახის სიწმინდის დღე დააწესა, როგორც ეს არის მიღებული მართლმადიდებლობაში", – განაცხადა მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მსვლელობამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ოჯახის სიწმინდის დღის გარდა, საქართველოში 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. წელს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს არ გაემართათ საჯარო მსვლელობები, ისინი მხოლოდ ონლაინ პლატფორმებზე დისკუსიებით შემოიფარგლნენ.
ყველაზე მძიმე შეტაკება ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებსა და ლგბტ+ თემის მოწინააღმდეგეებს შორის 2013 წლის 17 მაისს მოხდა, მაშინ 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც.
ყველა ახალი ამბავი
0