https://sputnik-georgia.com/20220517/meufe-sio-tu-daikargeba-ojaxis-rirebuleba-eriv-verar-iarsebebs-266702314.html
მეუფე შიო: თუ დაიკარგება ოჯახის ღირებულება, ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება
მეუფე შიო: თუ დაიკარგება ოჯახის ღირებულება, ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება
Sputnik საქართველო
ყოველწლიურად 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას რუსთაველის გამზირზე სამების საკათედრო ტაძრისკენ. 17.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-17T16:13+0400
2022-05-17T16:13+0400
2022-05-17T19:08+0400
რელიგია
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748156_0:179:1751:1163_1920x0_80_0_0_8aff1a361aa244e55d971281ba58bae9.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირმა) ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით.საქართველოში დღეს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებულია დიდი სიწმინდეები – წმინდა დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი. გარდა ამისა, სიონის საკათედრო ტაძარში ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ბავშვების ნახატების გამოფენა ეწყობა.მეუფე შიომ სასულიერო პირებთან ერთად ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი აღავლინა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.მეუფის თქმით, დღეს დადგა ოჯახის სიწმინდის დაცვის საჭიროება, რადგან „თუ დაიკარგება ეს უწმინდესი ღირებულება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება“.ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა. თავის მხრივ, ოჯახის სიწმინდის დღე რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748156_0:15:1751:1328_1920x0_80_0_0_0da5e59561f14b4fb8550a377b4babea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
რელიგია, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
მეუფე შიო: თუ დაიკარგება ოჯახის ღირებულება, ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება
16:13 17.05.2022 (განახლებულია: 19:08 17.05.2022) ყოველწლიურად 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას რუსთაველის გამზირზე სამების საკათედრო ტაძრისკენ.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირმა) ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით.
საქართველოში დღეს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებულია დიდი სიწმინდეები – წმინდა დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი. გარდა ამისა, სიონის საკათედრო ტაძარში ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ბავშვების ნახატების გამოფენა ეწყობა.
მეუფე შიომ სასულიერო პირებთან ერთად ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი აღავლინა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.
„არიან წმინდა მამები, რომლებიც ასწავლიან, რომ ყოვლადწმინდა სამების ხატება არის ოჯახი. ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან, არის რამდენიმე უმთავრესი ნიშან-თვისება, ეს არის გონება, ეს არის სიტყვა, რელიგია და ქორწინება“, – განაცხადა მეუფემ.
მეუფის თქმით, დღეს დადგა ოჯახის სიწმინდის დაცვის საჭიროება, რადგან „თუ დაიკარგება ეს უწმინდესი ღირებულება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება“.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა. თავის მხრივ, ოჯახის სიწმინდის დღე რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.