Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უნდა წავიდე, მეტი აღარ შემიძლია...“ - რატომ ტოვებს ეკა კვალიაშვილი საქართველოს?

© courtesy of Katerina Kvaliashviliეკა კვალიაშვილი
ეკა კვალიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოდან სხვა ქვეყანაში გაემგზავროს ბედის საძიებლად. ის ჟურნალ „თბილისელებს“ ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ესაუბრა.

„საქართველოდან წასვლა ბევრჯერ გადავწყვიტე და წავედი კიდეც, მაგრამ მაშინ დარჩენა ვერ შევძელი – ამისთვის მზად არ ვიყავი. ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც შევძლებდი საქმის გაკეთებას, ჩემი პროექტების რეალიზებას. ბოლომდე არ ვიჯერებდი, რომ წლები გავიდოდა და არაფერი შეიცვლებოდა. შეიცვალა, როგორ არა, მაგრამ ჩემთვის დეგრადირდა და ჩემი რეალიზება გამორიცხულია. მივხვდი იმასაც, რომ ეს მეტად მცირე არეალია ჩემი მართლაც დასაფასებელი, უდიდესი და მრავალმხრივი შესაძლებლობებისთვის. ავხსნი სხვა მხრივაც – ჩემი ნიჭი და მშობლიური, უსაყვარლესი დღევანდელი საქართველო ერთ სიხშირეზე არ რეზონირებენ!“ – ამბობს მომღერალი.

მისი თქმით, აარჩევს ქვეყანას, „რომელიც შეეფერება, რადგან მეტი აღარ შეუძლია“.
ყველა ახალი ამბავი
0