დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო თბილისის ცენტრში მოძრაობა იზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმრო „რედისონი“ თბილისში
სასტუმრო „რედისონი“ თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
შეზღუდვა ცხრა დღის განმავლობაში იმოქმედებს.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ხვალიდან რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვა 18 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.
„რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.
თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.
ცვლილება შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. ჯავახიშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით იმოძრავებს N308 და N359 ავტობუსები, ასევე მიკროავტობუსი N457.
აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და თბილისის საკონცერტო დარბაზთან დატრიალდება.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
წყარო - თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0