Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩხაიძე: არსებობს რისკი, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტები საქართველოშიც გამოჩნდეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობა დაბალია, ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას შეძლებს.
ჩხაიძის განმარტებით, არსებობს რისკი, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტები საქართველოშიც გამოჩნდეს.

„სულ რამდენიმე კვირის წინ კლასიფიკაცია შეიცვალა, დარჩა მხოლოდ კორონავირუსის ორი ვარიანტი – „დელტა“, რომელიც ჯერ კიდევ ფიქსირდება რამდენიმე ქვეყანაში და „ომიკრონი“, ოღონდ „ომიკრონის“ ქვევარიანტები. სწორედ ეს არის ახლა მნიშვნელოვანი, „ომიკრონი“ თავისი მრავალრიცხოვანი ქვევარიანტებით წარმოადგენს რეალურ საფრთხეს ინფიცირების ახალი ტალღის დაწყებისთვის“, – განაცხადა ჩხაიძემ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში პანდემიის მიმდინარეობა მკვეთრად შემცირებული და სტაბილურია, თუმცა საყურადღებოა, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევები ახლა იზრდება.
ჩხაიძე საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც გადატანილი არ აქვს კორონავირუსი და არც ვაქცინირებულია.
„ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, მაგრამ მათი რაოდენობა შესაძლებელია 500 ათასიდან 1 მილიონამდე იყოს, ამიტომ როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, საუბარი იმაზე, რომ პანდემიის დასრულებას მოვახერხებთ, ძალიან ნაადრევია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები>>
მისი განმარტებით, პანდემიის დასრულების თაობაზე განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გლობალურად გაუმჯობესების ფონზე მიიღებს.
კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში. 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0