https://sputnik-georgia.com/20220517/chxaidze-axali-tipis-shepatitis-shemtxvevebi-saqartveloshi-ar-dapiqsirebula-266700064.html
ივანე ჩხაიძე: უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა
ივანე ჩხაიძე: უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა
Sputnik საქართველო
მსოფლიოში უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის 450-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, ის ძირითადად 5 წლამდე ბავშვებში ვლინდება, აღნიშნა ჩხაიძემ. 17.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-17T12:44+0400
2022-05-17T12:44+0400
2022-05-17T16:42+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24384/34/243843474_0:285:2756:1835_1920x0_80_0_0_e545d59b1a26400e7030f743adf8e4f5.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოში უცნობი წარმომავლობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.2021 წლის ოქტომბერში აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში ბავშვებში უცნობი წარმომავლობის ჰეპატიტის შემთხვევები გამოვლინდა. იყო შემთხვევები, როდესაც საჭირო გახდა ბავშვებისთვის ღვიძლის გადანერგვა, რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა.როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 1 ოქტომბრიდან დღემდე მსოფლიოში ამ ტიპის ჰეპატიტის დაახლოებით 450 შემთხვევაა გამოვლენილი. ჰეპატიტის შემთხვევები ძირითადად ხუთ წლამდე ბავშვებში ვლინდება, თუმცა რამდენიმე შემთხვევა 16 წლამდე მოზარდებშიც დაფიქსირდა.„არცერთი შემთხვევა არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 75%-ში გამოვლინდა ადენოვირუსი, ხოლო 20%-ში – კორონავირუსით ინფიცირება“, – განაცხადა ჩხაიძემ.მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალი ტიპის ჰეპატიტის აფეთქების მიზეზი. არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლება ახალი ტიპის ჰეპატიტი გამოწვეული იყოს მუტირებული ადენოვირუსით, რომელიც მანამდე საშიშად არ ითვლებოდა ღვიძლისთვის, თუმცა მუტაციის შემდეგ ამ ორგანოს დაზიანება დაიწყო.გარდა ამისა, არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა ამ პროცესში კორონავირუსმა გარკვეული როლი ითამაშა. სპეციალისტები გამოვლენილი შემთხვევების კვლევას ამ დრომდე აგრძელებენ.სპეციალისტის თქმით, უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის სამედიცინო მართვას უმრავლეს შემთხვევაში განსაკუთრებული მედიკამენტი არ სჭირდება, თუმცა, რაც მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ეს არის ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24384/34/243843474_27:0:2756:2047_1920x0_80_0_0_b960a1ad80fcac6d349f1f3472f0b204.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ივანე ჩხაიძე: უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა
12:44 17.05.2022 (განახლებულია: 16:42 17.05.2022) მსოფლიოში უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის 450-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, ის ძირითადად 5 წლამდე ბავშვებში ვლინდება, აღნიშნა ჩხაიძემ.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოში უცნობი წარმომავლობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
2021 წლის ოქტომბერში აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში ბავშვებში უცნობი წარმომავლობის ჰეპატიტის შემთხვევები გამოვლინდა. იყო შემთხვევები, როდესაც საჭირო გახდა ბავშვებისთვის ღვიძლის გადანერგვა, რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა.
„ჯერჯერობით საქართველოში ასეთი ტიპის ჰეპატიტი არ დაფიქსირებულა. იგი მსოფლიოს 25 ქვეყანაშია გამოვლენილი, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელებული არ არის. საშიშროება, რომ ამის უკან დგას რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს, ამ მონაცემებით ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 1 ოქტომბრიდან დღემდე მსოფლიოში ამ ტიპის ჰეპატიტის დაახლოებით 450 შემთხვევაა გამოვლენილი. ჰეპატიტის შემთხვევები ძირითადად ხუთ წლამდე ბავშვებში ვლინდება, თუმცა რამდენიმე შემთხვევა 16 წლამდე მოზარდებშიც დაფიქსირდა.
„არცერთი შემთხვევა არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 75%-ში გამოვლინდა ადენოვირუსი, ხოლო 20%-ში – კორონავირუსით ინფიცირება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალი ტიპის ჰეპატიტის აფეთქების მიზეზი. არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლება ახალი ტიპის ჰეპატიტი გამოწვეული იყოს მუტირებული ადენოვირუსით, რომელიც მანამდე საშიშად არ ითვლებოდა ღვიძლისთვის, თუმცა მუტაციის შემდეგ ამ ორგანოს დაზიანება დაიწყო.
გარდა ამისა, არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა ამ პროცესში კორონავირუსმა გარკვეული როლი ითამაშა. სპეციალისტები გამოვლენილი შემთხვევების კვლევას ამ დრომდე აგრძელებენ.
სპეციალისტის თქმით, უცნობი წარმოშობის ჰეპატიტის სამედიცინო მართვას უმრავლეს შემთხვევაში განსაკუთრებული მედიკამენტი არ სჭირდება, თუმცა, რაც მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ეს არის ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა.