ნიკოლოზ ბასილაშვილი ჟენევის ტურნირის მერვედფინალშია

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟენევის ტურნირის პირველ ეტაპზე არგენტინელი ფაკუნდო ბანისი დაამარცხა, მისი შემდეგი მეტოქე კი ჟოაო სოუზა იქნება.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო.
საქართველოს პირველი ჩოგანი პირველ ეტაპზე არგენტინელ ფაკუნდო ბანისს დაუპირისპირდა, რომელიც მეორე სეტში თამაშს ჩაეხსნა. პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი ბრეიკით 6:4 მოიგო, რის შემდეგაც ბანისმა კორტი ტრავმის გამო დატოვა.
მეორე რაუნდში ქართველ ჩოგბურთელს თამაში პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან მოუწევს, რომელმაც სასტარტო შეხვედრაში ესპანელ პაბლო ანდუხარს 6:1, 6:4 სძლია.
ბასილაშვილი 33 წლის სოუზას ერთხელ შეხვდა და ის მატჩი დათმო. 2018 წელს მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ ტურნირზე სოუზამ ქართველ ჩოგბურთელთან სამ სეტში, ანგარიშით 6:2, 4:6, 6:1 იმარჯვა.
სოუზასთან გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი კანადელი დენის შაპოვალოვისა და ბელარუს ილია ივაშკას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0