უაქციზო თამბაქოს რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
ბრალდებულებმა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 25.000 კოლოფი უაქციზო თამბაქოს რეალიზაცია მოახდინეს.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ 110.000 ლარის ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 25.000 კოლოფი უაქციზო თამბაქოს რეალიზაცია მოახდინეს.
საქმეზე გამოძიება „მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0