სიღნაღში ფოტოგამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიმართება

© AFP 2024 / Anthony Wallaceსაკურა
საკურა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. კახეთი უმანსპინძლებს ფოტოგამოფენას „იაპონიის საკურა 2022“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.
იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელესადმი მიძღვნილი გამოფენა სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 18 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის საელჩოს პირველი მდივნის იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში.

„იაპონიის სიმბოლო – საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის, აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება. ამ ყველაფერში კი ამ სამყაროს წარმავალობას განასახიერებს. თუმცა გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის ზენიტში, იაპონიის არქიპელაგი თვალწარმტაცია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საელჩო მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.
იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დამყარდა, რის შემდეგაც ორმა ქვეყანამ განავითარა ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა.
ყველა ახალი ამბავი
0