https://sputnik-georgia.com/20220516/seezlod-magram-ar-gaaiafes-konkurenciis-saagento-sawvavis-fasebze-saqartvelosi-266684113.html
რატომ არ გაიაფდა საწვავი საქართველოში: კონკურენციის სააგენტო მიზეზებს არკვევს
რატომ არ გაიაფდა საწვავი საქართველოში: კონკურენციის სააგენტო მიზეზებს არკვევს
Sputnik საქართველო
მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან ევროპიდან განხორციელდა, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ ასახულა, განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ
2022-05-16T23:29+0400
2022-05-16T23:29+0400
2022-05-16T23:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საწვავის ფასები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262385129_0:0:3381:1902_1920x0_80_0_0_ec32a277e3fff63cce65e7bdf8614a99.jpg
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. მსხვილ კომპანიებს, რომლებიც საცალო ბაზრის 60%-ს ფლობენ, საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკურ საბჭოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარი–აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა.საბჭოს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროები სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ.„საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე მარტიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარდა. უკვე მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი დაიწყო რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან – ევროპიდან, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ აისახა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.მისივე თქმით, მაგალითად, რუმინეთსა და ბულგარეთში, საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი, 2022 წლის პერიოდში საცალო ფასები 20-26 ცენტით გაიზარდა. დაახლოებით იგივე ზრდა იყო საქართველოშიც, მაგრამ აპრილში ამ ქვეყნებში საწვავის ფასი 5-8 ცენტით შემცირდა, მაშინ, როცა საქართველოში მაისიდან დაფიქსირდა მხოლოდ 4-10 თეთრიანი კლება.„საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში 69%-ია, ხოლო საცალო ბაზარზე ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-ს აღწევს, სხვა მცირე ეკონომიკური აგენტების წილი კი 41%-ის ფარგლებშია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.იმის შესახებ, რომ საქართველოში საწვავი მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების არაპროპორციულად გაძვირდა, რასთან დაკავშირებითაც იგეგმება სხვადასხვა საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან და იმპორტიორებთან მოლაპარაკებები, ორშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა. ექსპერტები ფასების ზრდის ძირითად ფაქტორებად ასახელებენ მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ვალუტის გაცვლით კურსს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262385129_495:0:3226:2048_1920x0_80_0_0_bbc11087a73f877bcdca7e9274d3f912.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საწვავი ფასი საქართველო კონკურენცია სააგენტო მიზეზები თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე
საწვავი ფასი საქართველო კონკურენცია სააგენტო მიზეზები თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე
რატომ არ გაიაფდა საწვავი საქართველოში: კონკურენციის სააგენტო მიზეზებს არკვევს
23:29 16.05.2022 (განახლებულია: 23:53 16.05.2022) ქვეყანამ გაიაფებული საწვავის იმპორტი მარტის ბოლოდან რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან ევროპიდან დაიწყო, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ ასახულა, განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. მსხვილ კომპანიებს, რომლებიც საცალო ბაზრის 60%-ს ფლობენ, საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკურ საბჭოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარი–აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა.
„მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ, ჩართულიყვნენ აქტიურ კონკურენციაში და საბაზრო წილი გაეზარდათ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ლექვინაძემ.
საბჭოს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროები სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ.
„საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე მარტიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარდა. უკვე მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი დაიწყო რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან – ევროპიდან, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ აისახა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, მაგალითად, რუმინეთსა და ბულგარეთში, საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი, 2022 წლის პერიოდში საცალო ფასები 20-26 ცენტით გაიზარდა. დაახლოებით იგივე ზრდა იყო საქართველოშიც, მაგრამ აპრილში ამ ქვეყნებში საწვავის ფასი 5-8 ცენტით შემცირდა, მაშინ, როცა საქართველოში მაისიდან დაფიქსირდა მხოლოდ 4-10 თეთრიანი კლება.
„საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში 69%-ია, ხოლო საცალო ბაზარზე ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-ს აღწევს, სხვა მცირე ეკონომიკური აგენტების წილი კი 41%-ის ფარგლებშია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
იმის შესახებ, რომ საქართველოში საწვავი მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების არაპროპორციულად გაძვირდა, რასთან დაკავშირებითაც იგეგმება სხვადასხვა საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან და იმპორტიორებთან მოლაპარაკებები, ორშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა. ექსპერტები ფასების ზრდის ძირითად ფაქტორებად ასახელებენ მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ვალუტის გაცვლით კურსს.