https://sputnik-georgia.com/20220516/sapatriarqoshi-gaugebroba-uwodes-patriarq-kirilis-misaloc-werils-266674706.html
ალან გაგლოევისადმი პატრიარქ კირილის წერილს საქართველოს საპატრიარქოში გაუგებრობა უწოდეს
ალან გაგლოევისადმი პატრიარქ კირილის წერილს საქართველოს საპატრიარქოში გაუგებრობა უწოდეს
Sputnik საქართველო
როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ცხინვალის რეგიონში მოქმედ ადმინისტრაციას საერთაშორისო საზოგადოება საოკუპაციო რეჟიმად მიიჩნევს. 16.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-16T17:17+0400
2022-05-16T17:17+0400
2022-05-16T20:02+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121705_0:112:3000:1800_1920x0_80_0_0_7e5e7fc387efe11cc046c35642bf5a32.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მისალოცი წერილი გაუგებრობას ბადებს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.8 მაისს ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც გაიმარჯვა ალან გაგლოევმა. ჯერ კიდევ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც არჩევნებში დამარცხდა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 2022 წლის 17 ივლისს რუსეთთან გაერთიანების საკითხის შესახებ რეფერენდუმი დანიშნა.როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ცხინვალის რეგიონში მოქმედ ადმინისტრაციას საერთაშორისო საზოგადოება საოკუპაციო რეჟიმად მიიჩნევს.ქართული ეკლესია სინანულით აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მართლმადიდებლური ეკლესიების ერთიანობაზე.„სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევისადმი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მისალოცი წერილი საპატრიარქოს ვებ-გვერდზე 13 მაისს გამოქვეყნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121705_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_5821e72e9a83eaadc056b66e923d5aee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, პოლიტიკა, ახალი ამბები
ალან გაგლოევისადმი პატრიარქ კირილის წერილს საქართველოს საპატრიარქოში გაუგებრობა უწოდეს
17:17 16.05.2022 (განახლებულია: 20:02 16.05.2022) როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ცხინვალის რეგიონში მოქმედ ადმინისტრაციას საერთაშორისო საზოგადოება საოკუპაციო რეჟიმად მიიჩნევს.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მისალოცი წერილი გაუგებრობას ბადებს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
8 მაისს ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც გაიმარჯვა ალან გაგლოევმა. ჯერ კიდევ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც არჩევნებში დამარცხდა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 2022 წლის 17 ივლისს რუსეთთან გაერთიანების საკითხის შესახებ რეფერენდუმი დანიშნა.
„მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგანაც რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ცხინვალის რეგიონში მოქმედ ადმინისტრაციას საერთაშორისო საზოგადოება საოკუპაციო რეჟიმად მიიჩნევს.
ქართული ეკლესია სინანულით აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მართლმადიდებლური ეკლესიების ერთიანობაზე.
„სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევისადმი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მისალოცი წერილი საპატრიარქოს ვებ-გვერდზე 13 მაისს გამოქვეყნდა.