სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის თანამშრომლები თბილისის აეროპორტში
პოლიციის თანამშრომლები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
დაკავებულს ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის 27 წლის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11,7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულს ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს.
ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0