რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი შეამცირა

© photo: Sputnik / Alexandr Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიმარცვლეულის მოსავლის აღება
მარცვლეულის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სუბსიდიის სახით მწარმოებლებს უბრუნდება.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. რუსეთმა შეამცირა საექსპორტო ბეგარა ხორბალზე, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, მაგრამ გაზარდა ის ზეთზე.
2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.
ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 18-დან 24 მაისის ჩათვლით ტონაზე 111,9 დოლარამდე შემცირდება (13-17 მაისს გადასახადი 114,3 დოლარს შეადგენს).
ხორბლისა და მესლინის (ხორბლისა და ჭვავის ნარევი) საექსპორტო გადასახადის განაკვეთი დაანგარიშებულია ინდიკატიური ფასით – ერთ ტონაზე 359,9 აშშ დოლარი, ქერის – 294,3 დოლარი, სიმინდის – 295,5 დოლარი, იუწყება სააგენტო РИА Новости.
საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი უბრუნდება სუბსიდიის სახით ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლებს წარმოებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.

ხორბლის ფასი მთელ მსოფლიოში იზრდება

ხორბალი ჩიკაგოს ბირჟაზე პირველი სავაჭრო სესიის განმავლობაში 4%-ით ძვირდება მას შემდეგ, რაც ინდოეთმა მისი ექსპორტი აკრძალა. ამაზე ვაჭრობის მონაცემები მეტყველებს.
თბილისის დროით 12:38 საათის მდგომარეობით, ერთ ბუშელ ხორბალზე (ამერიკული წონის სისტემის მიხედვით 27,216 კგ) ივლისის ფიუჩერსი ჩიკაგოს ბირჟაზე იზრდება 4,32%-ით, 12,3 დოლარამდე.
შაბათს ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ, „ხორბლის მსოფლიო ფასების მკვეთრი ნახტომის გათვალისწინებით“, ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტი აკრძალა. სამინისტრომ დააზუსტა, რომ ამიერიდან ხორბლის ექსპორტი მხოლოდ იმ დოკუმენტების საფუძველზე იქნება დაშვებული, რომლებიც აკრძალვის დაწესებამდეა დათარიღებული ან რომელიმე ქვეყნის მთავრობის განსაკუთრებული მოთხოვნის შემთხვევაში, ინდოეთის ხელისუფლების ნებართვით.

მზესუმზირის ზეთის ექსპორტი

1 ივნისიდან რუსეთიდან ზეთის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი ტონაზე 372,2 დოლარამდე გაიზრდება. მაისში გადასახადი 335 დოლარს შეადგენდა, აპრილში – 313 დოლარს, მარტში – 260,1 დოლარს, თებერვალში – 251,4.
განაკვეთი გამოითვლება ერთი ტონა მზესუმზირის ზეთის საორიენტაციო ფასის მიხედვით, რომელიც 1.531,8 აშშ დოლარს შეადგენს (ერთ თვეში საბაზრო ფასების საშუალო არითმეტიკული, შემცირებული 50 დოლარით ტონაზე).
რუსეთში 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი მოქმედებს. მისი მოცულობა შეადგენს ინდიკატიურ და საბაზისო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს, ერთი ტონა ზეთის საბაზისო ფასი 1000 დოლარად არის განსაზღვრული.
გარდა ამისა, მარტის ბოლოს რუსეთის მთავრობამ 1 აპრილიდან 31 აგვისტომდე პერიოდში მზესუმზირის და რაფსის ზეთის ექსპორტი აკრძალა. გარდა ამისა, 15 აპრილიდან 31 აგვისტომდე ზეთისა და შროტის (კოპტონის - რედ.) ექსპორტზე კვოტები დაწესდა. ზეთზე დაწესდა ლიმიტი 1,5 მლნ ტონის მოცულობით, კოპტონზე – 700 ათასი ტონა.
ყველა ახალი ამბავი
0