მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„როსკოსმოსი“ მზადაა ნაციონალიზებული საწარმოების მართვის სადავეები აიღოს ხელში

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკში„როსკოსმოსის" ლოგოტიპი
„როსკოსმოსის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
ორგანიზაცია მზადაა ოპერატიულად მოაგვაროს სამოქალაქო დანიშნულების მაღალი ხარისხის სამამულო პროდუქციის გამოშვება.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. კოსმოსური საქმიანობის სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსმა“ გამოთქვა მზადყოფნა, ნაციონალიზაციის შემთხვევაში პროფილით ახლო მდგომი უცხოური საწარმოები მართოს, განაცხადა 16 მაისს „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი როგოზინმა Telegram-ში.

„თუ გუბერნატორები მოსკოვის მერის მაგალითს მიბაძავენ და მტკიცე ნაბიჯებს გადადგამენ რუსეთიდან გაქცეული უცხოელი მაგნატების საკუთრებასთან მიმართებით, „როსკოსმოსი“ მზადაა, პროფილთან ახლოს მდგომი საწარმოების მართვის სადავეები აიღოს ხელში და ოპერატიულად მოაგვაროს სამოქალაქო დანიშნულების მაღალი ხარისხის სამამულო პროდუქციის გამოშვება“, – დაწერა როგოზინმა თავის Telegram-არხზე.

ასე გამოეხმაურა როგოზინი მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქარხანა „რენო“ მოსკოვის ბალანსზე გადავა და იქ აღდგება ისტორიული ბრენდი „მოსკვიჩის“ ავტომობილების წარმოება.
ყველა ახალი ამბავი
0