პრემიერი არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი, ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე გუშინ გარდაიცვალა.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის არმაზ სანებლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური არმაზ სანებლიძის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.
„ასეთი გამორჩეული პიროვნებისა და სამაგალითო პროფესიონალის დაკარგვა დიდი დანაკლისია როგორც ქართული ჟურნალისტიკისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე 86 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.
სანებლიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა პრესასა და ტელევიზიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1977-1986 წლებში იყო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1986-1989 წლებში კი – თავმჯდომარე.
არმაზ სანებლიძე იყო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
ყველა ახალი ამბავი
0