რა რაოდენობის გაზი მიიღო საქართველომ აზერბაიჯანიდან

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2022
გამოწერა
საქართველოზე აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 16% მოდის.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარი–აპრილში საქართველოს 1,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, დაწერა Twitter-ის გვერდზე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა.
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში აზერბაიჯანმა 15,7 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი გაზი მოიპოვა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,4%-ით მეტია. მოპოვებული მოცულობიდან ექსპორტზე გავიდა 7,6 მლრდ კუბური მეტრი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17,4%-ით მეტია, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარი–აპრილში ევროპაში ექსპორტზე გავიდა გაზის 46%, თურქეთში – 38%, საქართველოში – 16%.
შაჰბაზოვმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ოთხ თვეში აზერბაიჯანში მოიპოვეს 11,1 მლნ ტონა ნავთობი. აქედან ექსპორტზე გავიდა 9 მლნ ტონა.
აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში „გაზის სამხრეთი დერეფნის“ მეშვეობით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.
TAP – „გაზის სამხრეთი დერეფნის“ ევროპული შტოა, დამაკავშირებელი პროექტი, რომლითაც აზერბაიჯანიდან ევროპულ ბაზრებზე ყოველწლიურად ტრანსპორტირებული იქნება 10 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. მილსადენის პოტენციალი მისი გამტარუნარიანობის წელიწადში 20 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზრდის საშუალებას იძლევა.
ყველა ახალი ამბავი
0