https://sputnik-georgia.com/20220516/pensionerebi-sesxs-axali-pirobebit-miigeben-266676836.html
პენსიონერებისთვის გაცემული სესხები რეფინანსირების განაკვეთზე იქნება მიბმული
პენსიონერებისთვის გაცემული სესხები რეფინანსირების განაკვეთზე იქნება მიბმული
Sputnik საქართველო
ახალი პირობებით პენსია და საპენსიო სესხი 2023 წლიდან გაიცემა. 16.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-16T18:45+0400
2022-05-16T18:45+0400
2022-05-16T22:33+0400
საქართველო
ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/37/240293706_0:207:2000:1332_1920x0_80_0_0_13948df3998a88a14f91356bef5e7944.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. პენსიონერებისთვის გაცემული სესხები მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და ის იქნება მაქსიმუმ +15%, ნაცვლად დღეს არსებული 25,8%-ისა, და 30,6%-ის, რომელიც ადრე იყო. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გაკეთდა.2021 წლის ზაფხულიდან საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების განაკვეთის დაწევის გზებს.მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე თვის წინ მან ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უწყებათშორისი კომისიის შექმნა და აღნიშნული საკითხის დარეგულირება დაავალა.„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც მრავალი წელია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.მისი თქმით, მთავრობას რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი აქვს, უახლოეს წლებში კი პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები უფრო გაუიაფდებათ.ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში „ლიბერთი ბანკია" (Liberty Bank). ბანკთან ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა. მისი ვადა 2019 წელს ამოიწურა, მაგრამ შეთანხმება 2022 წლამდე გაგრძელდა.დღეს საქართველოში დაახლოებით 794,4 ათასი პენსიონერია. ხანდაზმულობის პენსია ენიჭებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 260 ლარის ოდენობის პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 300 ლარს იღებენ. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერები პენსიასთან ერთად დანამატს იღებენ.სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/37/240293706_0:0:1776:1332_1920x0_80_0_0_9375e151d1ef08c142358a48239d4707.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
პენსიონერებისთვის გაცემული სესხები რეფინანსირების განაკვეთზე იქნება მიბმული
18:45 16.05.2022 (განახლებულია: 22:33 16.05.2022) ახალი პირობებით პენსია და საპენსიო სესხი 2023 წლიდან გაიცემა.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. პენსიონერებისთვის გაცემული სესხები მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და ის იქნება მაქსიმუმ +15%, ნაცვლად დღეს არსებული 25,8%-ისა, და 30,6%-ის, რომელიც ადრე იყო. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გაკეთდა.
2021 წლის ზაფხულიდან საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების განაკვეთის დაწევის გზებს.
„წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის. ჯერ კიდევ მთავრობაში ჩვენ მოსვლამდე რიგ შემთხვევებში 100%-იც კი იყო საპროცენტო განაკვეთი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე თვის წინ მან ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უწყებათშორისი კომისიის შექმნა და აღნიშნული საკითხის დარეგულირება დაავალა.
„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც მრავალი წელია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობას რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი აქვს, უახლოეს წლებში კი პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები უფრო გაუიაფდებათ.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში „ლიბერთი ბანკია" (Liberty Bank). ბანკთან ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა. მისი ვადა 2019 წელს ამოიწურა, მაგრამ შეთანხმება 2022 წლამდე გაგრძელდა.
დღეს საქართველოში დაახლოებით 794,4 ათასი პენსიონერია. ხანდაზმულობის პენსია ენიჭებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 260 ლარის ოდენობის პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 300 ლარს იღებენ. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერები პენსიასთან ერთად დანამატს იღებენ.
სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.