https://sputnik-georgia.com/20220516/garibashvili-briuselshi-gaemgzavra-266676169.html
ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა - ვიზიტის დეტალები
ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა - ვიზიტის დეტალები
Sputnik საქართველო
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. 16.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-16T17:56+0400
2022-05-16T17:56+0400
2022-05-16T22:26+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259624908_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_7ba775077985df31c940c07c7a018ccb.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა, ხოლო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.პრემიერის თქმით, მას შეხვედრები ექნება ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეტსოლასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.საქართველომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანა. ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელსმოაწერა. 2017 წლისმარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259624908_346:0:1801:1091_1920x0_80_0_0_3182eb38f00f1eab633cb3a78658b0dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა - ვიზიტის დეტალები
17:56 16.05.2022 (განახლებულია: 22:26 16.05.2022) ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.
შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა, ხოლო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა საჯარო მოხელეს, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ბრიუსელში ამ და სხვა საკითხებზე მექნება მაღალი დონის შეხვედრები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, მას შეხვედრები ექნება ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეტსოლასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
საქართველომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანა. ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელსმოაწერა. 2017 წლისმარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.