https://sputnik-georgia.com/20220516/fsiqogeometriuli-testi-266987855.html
ფსიქოგეომეტრიული ტესტი: პიროვნების ძლიერი და სუსტი მხარეები
ფსიქოგეომეტრიული ტესტი: პიროვნების ძლიერი და სუსტი მხარეები
Sputnik საქართველო
სოციალურ-ფსიქოლოგიური მომზადების სპეციალისტმა სიუზენ დელინგერმა 1978 წელს ახალი ფსიქოგეომეტრიული ტესტი შეიმუშავა, რომელსაც დღემდე იყენებენ მსოფლიოს უმსხვილესი... 16.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-16T16:25+0400
2022-05-16T16:25+0400
2022-05-30T16:26+0400
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24401/04/244010418_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_0ee9b7b0efee3ee63a5783d86a63db6c.jpg
სოციალურ-ფსიქოლოგიური მომზადების სპეციალისტმა სიუზენ დელინგერმა 1978 წელს ახალი ფსიქოგეომეტრიული ტესტი შეიმუშავა, რომელსაც დღემდე იყენებენ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ადამიანის სამსახურში მიღების წინ. საქმე ისაა, რომ ეს ტესტი უაღრესად ზუსტად განსაზღვრავს პიროვნების ძლიერ და სუსტ მხარეებს.მაშ ასე, შეხედეთ ამ გეომეტრიულ ფიგურებს:კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ის, რომელიც საკუთარ თავთან ასოციაციას გიჩენთ. შემდეგ კი ნახეთ დახასიათება.კვადრატიასეთები შრომისმოყვარეები არიან. აქვს მოთხოვნილება, ბოლომდე მიიყვანოს ყველა საქმე. სიჯიუტე, მოთმინება და ამტანობა ის თვისებებია, რომელიც „კვადრატებს“ შეუცვლელებს ხდის თავიანთ სფეროში. აქვთ ძლიერი მოთხოვნა, გამუდმებით იღებდნენ ახალ ინფორმაციას.„კვადრატების“ ცოდნა სისტემატიზირებულია. არ ეყრდნობიან ვარაუდებს. ენდობიან მხოლოდ საკუთარ გათვლებს და ძალიან ყურადღებიანები არიან დეტალების მიმართ.წინასწარ განჭვრეტილი ცხოვრება — ეს მათი იდეალია. არ უყვართ, როცა მოვლენები ჩვეული კალაპოტიდან ვარდება.დეტალებისადმი დამოკიდებულება „კვადრატებს“ ოპერატიულობაში უშლის ხელს. აკურატულობამ და წესების დაცვამ შესაძლოა უკიდურესობაში გადაყაროს ისინი. გარდა ამისა, მათი რაციონალურობა და ემოციური „სიმშრალე“ ხელს უშლის „კვადრატებს“ კონტაქტების სწრაფად დამყარებაში.სამკუთხედიეს ენერგიული და ძლიერი პიროვნებაა. „სამკუთხედების“ მთავარი მახასიათებელი — ეს მთავარზე კონცენტრირების უნარია. აქვთ უნარი, სწრაფად და ღრმად გააანალიზონ ვითარება და ყურადღება მთავარზე შეაჩერონ, ხოლო დეტალებს ყურადღება დიდად არ მიაქციონ.ეს ძლზე თავდაჯერებული ხალხია, რომლებსაც სუღტ, ყველაფერში მართლები იყვნენ. გამომდინარე იქიდან, რომ გამუდმებით სურთ მართონ ვითარება და სხვების მაგივრად მოაგვარონ საქმე, „სამკუთხედებს“ აყალიბებს იმგვარ პიროვნებებად, რომლებიც გამუდმებით ეჯიბრებიან სხვებს. ხშირად არიან კატეგორიულები, ვერ იტანენ შეკამათებას და უჭირთ შეცდომების აღიარება.მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარიერა და ისწრაფვიან მაღალი სტატუსისკენ. მათი მთავარი უარყოფითი თვისება ძლიერი ეგოცენტრიზმია.ზიგზაგიეს შემოქმედებითი პიროვნებაა. ასეთებს ინტუიციური და წარმოსახვითი აზროვნება ახასიათებს. თანმიმდევრულობა ნამდვილად არ არის „ზიგზაგების“ სტილი. მათი გონება თითქოს თავგანწირულ ნახტომებს აკეთებს. არ არიან ჩაციკლულები დეტალებზე და ყველაფერში სილამაზეს ხედავენ. „ზიგზაგებს“ ძლიერ აქვთ განვითარებული ესთეტიკური გრძნობები.მათ არ შეუძლიათ იმუშაონ ისეთ ადგილებზე, სადაც მკაცრად გაწერილი ვალდებულებებია. საქმეში მათთვის მთავარია დამოუკიდებლობა. თუ „ზიგზაგი“ თავს კომფორტულად გრძნობს სამსახურში, მაშინვე იწყებს ახალი იდეებისა და მეთოდების გენერირებას.იდეალისტები არიან და ამიტომ მიამიტობა და არაპრაქტიკულობა ახასიათებთ. ყველა ზემოთ ნაჩვენებ გეომეტრიულ ფიგურას შორის ზიგზაგი ყველაზე იოლად აღგზნებადია. თავშეუკავებლები არიან, რაც ხშირად უშლის ხელს, განახორციელონ იდეები.წრეპირველი, რითაც „წრეები“ არიან დაინტერესებულები — ეს კარგი ურთიერთობებია. ძლიან კეთილგანწყობილები არიან. შეუძლიათ მტკიცე კოლექტივისა თუ მყარი ოჯახის შექმნა. ახასიათებთ მაღალი მგრძნობირობა და ძლიერი ემპათია. კარგად „კითხულობენ“ ადამიანებს და შეუძლიათ სწრაფად ამოიცნონ მატყუარა და თაღლითი.ასეთები საქმეზე კი არა, სხვა ადამიანებზე არიან მომართულები. ოღონდ მშვიდობა შეინარჩუნონ და შეუძლიათ უარი თქვან საკუთარ პოზიციაზე. ეს იმიტომ, რომ „წრეები“ მეტად მძიმედ იტანენ კონფლიქტებს. ასეთებისთვის უცხოა გადამჭრელი ნაბიჯები და ხშირად ვერ ახერხებენ თავის ისე წარმოჩენას, როგორც საჭიროა.მორალისა და სამართლიანობის კუთხით „წრეები“ შესაშურ სიმტკიცეს იჩენენ. მათი აზროვნება გრძნობებსა და მორალურ ფასეულობებზეა გამახვილებული. ცდილობენ შეხების წეტილები იპოვონ განსხვავებულ შეხედულებებში.ოთხკუთხედიასეთები უკმაყოფილოები არიან ამჟამინდელი მდგომარეობით და გამუდმებით ეძიებენ უკეთეს სიტუაციას. მათი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ვერასდროს განჭვრეტ წინასწარ, როგორ მოიქცევა გარდამავალ პერიოდში. როგორც წესი, დაბალი თვითშეფასება აქვთ და ეძებენ რამე ისეთს, რაც უკეთესს გახდის. ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე იმიჯს.„ოთხკუთხედები“ ცნობისმოყვარეები არიან და გულწრფელად აინტერესებთ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. არიან გამბედავები, არ უშინდებიან ახალ იდეებს და იოლად ითვისებენ ყველაფერ ახალს.გარდამავალ პერიოდში ხშირად ხდებიან მანიპულატორების მსხვერპლი, ვიანიდან ამ ვითარებაში მიმნდობები ხდებიან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24401/04/244010418_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_6e4f2fabf08fb0b9fdc7ce301bda76a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
სოციალურ-ფსიქოლოგიური მომზადების სპეციალისტმა სიუზენ დელინგერმა 1978 წელს ახალი ფსიქოგეომეტრიული ტესტი შეიმუშავა, რომელსაც დღემდე იყენებენ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ადამიანის სამსახურში მიღების წინ.
საქმე ისაა, რომ ეს ტესტი უაღრესად ზუსტად განსაზღვრავს პიროვნების ძლიერ და სუსტ მხარეებს.
მაშ ასე, შეხედეთ ამ გეომეტრიულ ფიგურებს:
კარგად დააკვირდით და აირჩიეთ ის, რომელიც საკუთარ თავთან ასოციაციას გიჩენთ. შემდეგ კი ნახეთ დახასიათება.
ასეთები შრომისმოყვარეები არიან. აქვს მოთხოვნილება, ბოლომდე მიიყვანოს ყველა საქმე. სიჯიუტე, მოთმინება და ამტანობა ის თვისებებია, რომელიც „კვადრატებს“ შეუცვლელებს ხდის თავიანთ სფეროში. აქვთ ძლიერი მოთხოვნა, გამუდმებით იღებდნენ ახალ ინფორმაციას.
„კვადრატების“ ცოდნა სისტემატიზირებულია. არ ეყრდნობიან ვარაუდებს. ენდობიან მხოლოდ საკუთარ გათვლებს და ძალიან ყურადღებიანები არიან დეტალების მიმართ.
წინასწარ განჭვრეტილი ცხოვრება — ეს მათი იდეალია. არ უყვართ, როცა მოვლენები ჩვეული კალაპოტიდან ვარდება.
დეტალებისადმი დამოკიდებულება „კვადრატებს“ ოპერატიულობაში უშლის ხელს. აკურატულობამ და წესების დაცვამ შესაძლოა უკიდურესობაში გადაყაროს ისინი. გარდა ამისა, მათი რაციონალურობა და ემოციური „სიმშრალე“ ხელს უშლის „კვადრატებს“ კონტაქტების სწრაფად დამყარებაში.
ეს ენერგიული და ძლიერი პიროვნებაა. „სამკუთხედების“ მთავარი მახასიათებელი — ეს მთავარზე კონცენტრირების უნარია. აქვთ უნარი, სწრაფად და ღრმად გააანალიზონ ვითარება და ყურადღება მთავარზე შეაჩერონ, ხოლო დეტალებს ყურადღება დიდად არ მიაქციონ.
ეს ძლზე თავდაჯერებული ხალხია, რომლებსაც სუღტ, ყველაფერში მართლები იყვნენ. გამომდინარე იქიდან, რომ გამუდმებით სურთ მართონ ვითარება და სხვების მაგივრად მოაგვარონ საქმე, „სამკუთხედებს“ აყალიბებს იმგვარ პიროვნებებად, რომლებიც გამუდმებით ეჯიბრებიან სხვებს. ხშირად არიან კატეგორიულები, ვერ იტანენ შეკამათებას და უჭირთ შეცდომების აღიარება.
მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარიერა და ისწრაფვიან მაღალი სტატუსისკენ. მათი მთავარი უარყოფითი თვისება ძლიერი ეგოცენტრიზმია.
ეს შემოქმედებითი პიროვნებაა. ასეთებს ინტუიციური და წარმოსახვითი აზროვნება ახასიათებს. თანმიმდევრულობა ნამდვილად არ არის „ზიგზაგების“ სტილი. მათი გონება თითქოს თავგანწირულ ნახტომებს აკეთებს. არ არიან ჩაციკლულები დეტალებზე და ყველაფერში სილამაზეს ხედავენ. „ზიგზაგებს“ ძლიერ აქვთ განვითარებული ესთეტიკური გრძნობები.
მათ არ შეუძლიათ იმუშაონ ისეთ ადგილებზე, სადაც მკაცრად გაწერილი ვალდებულებებია. საქმეში მათთვის მთავარია დამოუკიდებლობა. თუ „ზიგზაგი“ თავს კომფორტულად გრძნობს სამსახურში, მაშინვე იწყებს ახალი იდეებისა და მეთოდების გენერირებას.
იდეალისტები არიან და ამიტომ მიამიტობა და არაპრაქტიკულობა ახასიათებთ. ყველა ზემოთ ნაჩვენებ გეომეტრიულ ფიგურას შორის ზიგზაგი ყველაზე იოლად აღგზნებადია. თავშეუკავებლები არიან, რაც ხშირად უშლის ხელს, განახორციელონ იდეები.
პირველი, რითაც „წრეები“ არიან დაინტერესებულები — ეს კარგი ურთიერთობებია. ძლიან კეთილგანწყობილები არიან. შეუძლიათ მტკიცე კოლექტივისა თუ მყარი ოჯახის შექმნა. ახასიათებთ მაღალი მგრძნობირობა და ძლიერი ემპათია. კარგად „კითხულობენ“ ადამიანებს და შეუძლიათ სწრაფად ამოიცნონ მატყუარა და თაღლითი.
ასეთები საქმეზე კი არა, სხვა ადამიანებზე არიან მომართულები. ოღონდ მშვიდობა შეინარჩუნონ და შეუძლიათ უარი თქვან საკუთარ პოზიციაზე. ეს იმიტომ, რომ „წრეები“ მეტად მძიმედ იტანენ კონფლიქტებს. ასეთებისთვის უცხოა გადამჭრელი ნაბიჯები და ხშირად ვერ ახერხებენ თავის ისე წარმოჩენას, როგორც საჭიროა.
მორალისა და სამართლიანობის კუთხით „წრეები“ შესაშურ სიმტკიცეს იჩენენ. მათი აზროვნება გრძნობებსა და მორალურ ფასეულობებზეა გამახვილებული. ცდილობენ შეხების წეტილები იპოვონ განსხვავებულ შეხედულებებში.
ასეთები უკმაყოფილოები არიან ამჟამინდელი მდგომარეობით და გამუდმებით ეძიებენ უკეთეს სიტუაციას. მათი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ვერასდროს განჭვრეტ წინასწარ, როგორ მოიქცევა გარდამავალ პერიოდში. როგორც წესი, დაბალი თვითშეფასება აქვთ და ეძებენ რამე ისეთს, რაც უკეთესს გახდის. ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე იმიჯს.
„ოთხკუთხედები“ ცნობისმოყვარეები არიან და გულწრფელად აინტერესებთ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. არიან გამბედავები, არ უშინდებიან ახალ იდეებს და იოლად ითვისებენ ყველაფერ ახალს.
გარდამავალ პერიოდში ხშირად ხდებიან მანიპულატორების მსხვერპლი, ვიანიდან ამ ვითარებაში მიმნდობები ხდებიან.