https://sputnik-georgia.com/20220516/fexburti-saqartvelos-16-wlamdelta-nakrebi-uefas-ganvitarebis-tasis-mflobelia-266682870.html
ფეხბურთი: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები UEFA-ს განვითარების თასის მფლობელი გახდა
ფეხბურთი: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები UEFA-ს განვითარების თასის მფლობელი გახდა
Sputnik საქართველო
UEFA-ს განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა, ზამბიამ – 3, ხოლო აზერბაიჯანმა ტურნირი ნული ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.
2022-05-16T22:33+0400
2022-05-16T22:33+0400
2022-05-16T23:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23976/39/239763921_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_bd491df29e1b9f23f7bcec85a7665fbf.jpg
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს 16-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა რუსთავში აზერბაიჯანის გუნდი 1:0 დაამარცხა და უეფას განვითარების თასზე პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ზამბიის გუნდთან ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დაასრულა, პენალტების სერიით კი აფრიკული გუნდი 4:3 დაამარცხა.თავის მხრივ, აზერბაიჯანის ნაკრებმა ზამბიასთან 1:3 წააგო და საქართველოსთან შეხვედრა მისთვის გადამწყვეტი იყო.საქართველოს გუნდმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტია. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, რაც ტაბლოზეც აისახა.50-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მარცხენა ფლანგზე შეტევა სწრაფად განავითარა, საბა გეგუჩაძემ (მე-20 ნომერი) ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა და მეკარესთან პირისპირ ავთანდილ მაშავა დატოვა – 1:0.65-ე წუთზე იუსუფ მეხტიევს საქართველოს ნაკრების უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ სტუმრების მეკარემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და აზერბაიჯანის გუნდი მეორე გოლისგან იხსნა.UEFA-ს განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა, ზამბიამ – 3, ხოლო აზერბაიჯანმა ტურნირი ნული ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23976/39/239763921_129:0:893:573_1920x0_80_0_0_625721290e2c89bf5291d9a54815c354.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფეხბურთი საქართველო 16-წლამდელთა ნაკრები uefa განვითარების თასი მფლობელი
ფეხბურთი საქართველო 16-წლამდელთა ნაკრები uefa განვითარების თასი მფლობელი
ფეხბურთი: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები UEFA-ს განვითარების თასის მფლობელი გახდა
22:33 16.05.2022 (განახლებულია: 23:26 16.05.2022) UEFA-ს განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა, ზამბიამ – 3, ხოლო აზერბაიჯანმა ტურნირი ნული ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს 16-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა რუსთავში აზერბაიჯანის გუნდი 1:0 დაამარცხა და უეფას განვითარების თასზე პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ზამბიის გუნდთან ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დაასრულა, პენალტების სერიით კი აფრიკული გუნდი 4:3 დაამარცხა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ნაკრებმა ზამბიასთან 1:3 წააგო და საქართველოსთან შეხვედრა მისთვის გადამწყვეტი იყო.
საქართველოს გუნდმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტია. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, რაც ტაბლოზეც აისახა.
50-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მარცხენა ფლანგზე შეტევა სწრაფად განავითარა, საბა გეგუჩაძემ (მე-20 ნომერი) ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა და მეკარესთან პირისპირ ავთანდილ მაშავა დატოვა – 1:0.
65-ე წუთზე იუსუფ მეხტიევს საქართველოს ნაკრების უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ სტუმრების მეკარემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და აზერბაიჯანის გუნდი მეორე გოლისგან იხსნა.
UEFA-ს განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა, ზამბიამ – 3, ხოლო აზერბაიჯანმა ტურნირი ნული ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.