https://sputnik-georgia.com/20220516/davitashvili-puris-gazvirebis-winapiroba-araa-266675482.html
ლევან დავითაშვილი: პურის გაძვირების წინაპირობა დღეს არ არის
ლევან დავითაშვილი: პურის გაძვირების წინაპირობა დღეს არ არის
Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ხორბლის გარკვეული მარაგი არსებობს. 16.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-16T17:41+0400
2022-05-16T17:41+0400
2022-05-16T20:09+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/16/238221694_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_63325162bc15c8d3e7362a76712b1c22.jpg
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოში პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არსებობს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.„ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარია მოსახლეობისთვის პურზე ხელმისაწვდომობა და რაც შეიძლება მისაღები ფასები“, – განაცხადა დავითაშვილმა.მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ხორბლის გარკვეული მარაგი აქვს. უფრო მეტიც, ექსპორტიორი ქვეყნები დაინტერესებული არიან საქართველოს საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით. მისი თქმით, საქართველოში ხორბლის ფქვილის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები არ არის, ქვეყანა მას დაბალ ფასში ყიდულობს. გარდა ამისა, დაახლოებით 1,5-2 თვეში უკვე დაიწყება ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღება.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. ბოლო დრომდე მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდიოდა. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართველი მეწარმეებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი ხორბლის შემოტანა და მისი აქ დაფქვა.2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად – საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/16/238221694_0:0:1780:1335_1920x0_80_0_0_21a8d28e9072ee6318976a95777e6623.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: პურის გაძვირების წინაპირობა დღეს არ არის
17:41 16.05.2022 (განახლებულია: 20:09 16.05.2022) ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ხორბლის გარკვეული მარაგი არსებობს.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოში პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არსებობს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარია მოსახლეობისთვის პურზე ხელმისაწვდომობა და რაც შეიძლება მისაღები ფასები“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ხორბლის გარკვეული მარაგი აქვს. უფრო მეტიც, ექსპორტიორი ქვეყნები დაინტერესებული არიან საქართველოს საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით.
„პურის ფასის გაზრდა არ არის მთავრობის და არც საზოგადოების ინტერესში, ამიტომ ხელოვნური ბარიერების შექმნა ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მიუღებელია. მთავარია, ჩვენ გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ხორბლის ფქვილის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები არ არის, ქვეყანა მას დაბალ ფასში ყიდულობს. გარდა ამისა, დაახლოებით 1,5-2 თვეში უკვე დაიწყება ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღება.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. ბოლო დრომდე მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდიოდა. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართველი მეწარმეებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი ხორბლის შემოტანა და მისი აქ დაფქვა.
2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად – საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.