ხანძრებმა საქართველოში სამ თვეში 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2022
გამოწერა
2022 წლის პირველ სამ თვეში სამი ათასზე მეტი ხანძარი მოხდა
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ხანძრების შედეგად დაშავდა 59 ადამიანი, გარდაიცვალა – 16. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
სულ 2022 წლის სამ თვეში მოხდა 3.066 ხანძარი.
2021 წელს ხანძრების გამო დაიწვა 114 შენობა.
ხანძრების პიკი საქართველოში 2017 წელზე მოდის. მაშინ ქვეყანაში 15.222 ხანძარი დაფიქსირდა, დაიღუპა 79 ადამიანი და დაიწვა 543 შენობა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
ყველა ახალი ამბავი
0