https://sputnik-georgia.com/20220515/ukve-oficialurad-finetma-natosi-sesvlis-gadawyvetileba-miiro-266654596.html
უკვე ოფიციალურად: ფინეთმა ნატოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
უკვე ოფიციალურად: ფინეთმა ნატოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
Sputnik საქართველო
ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების საკითხზე მუშაობა რუსეთის მიერ დონბასში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დააანონსა
2022-05-15T17:00+0400
2022-05-15T17:00+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ნატო
ფინეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/14/98/149878_0:251:2749:1797_1920x0_80_0_0_ca48a2a30a2016b5632a63c29a8172a2.jpg
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ფინეთმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ, ნათქვამია ქვეყნის მთავრობის განცხადებაში.გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სამთავრობო კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მიიღეს. მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება ორშაბათს პარლამენტში განიხილება, სავარაუდოდ, ამ საკითხზე კენჭისყრა სამშაბათს გაიმართება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა საკითხი ორშაბათსვე დაამტკიცოს. მედიის ცნობით, განაცხადი ნატოში ოთხშაბათს წარედგინება, იტყობინება РИА Новости.„ჩვენი გადაწყვეტილება ისტორიულია. ყველაზე მნიშვნელოვანია ფინეთისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ეს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა.რუსეთში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ნატოს მიზნად აქვს კონფრონტაცია. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს, ნატოს აგრესიული ხასიათი აქვს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიიჩნევს.
ფინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/14/98/149878_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_9eb75f699d0f8676c53a0d8e15952366.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფინეთი ნატო გაწევრიანება გადაწყვეტილება
ფინეთი ნატო გაწევრიანება გადაწყვეტილება
უკვე ოფიციალურად: ფინეთმა ნატოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
17:00 15.05.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების საკითხზე მუშაობა რუსეთის მიერ დონბასში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დააანონსა
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ფინეთმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანების შესახებ, ნათქვამია ქვეყნის მთავრობის განცხადებაში.
„ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) წევრობის განაცხადს პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ შეიტანს“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სამთავრობო კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მიიღეს. მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება ორშაბათს პარლამენტში განიხილება, სავარაუდოდ, ამ საკითხზე კენჭისყრა სამშაბათს გაიმართება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა საკითხი ორშაბათსვე დაამტკიცოს. მედიის ცნობით, განაცხადი ნატოში ოთხშაბათს წარედგინება, იტყობინება РИА Новости.
„ჩვენი გადაწყვეტილება ისტორიულია. ყველაზე მნიშვნელოვანია ფინეთისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ეს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებასა და თანამშრომლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა.
რუსეთში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ნატოს მიზნად აქვს კონფრონტაცია. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ალიანსის შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს, ნატოს აგრესიული ხასიათი აქვს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ არ მიიჩნევს.