უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე დაიღუპა

© AP Photo / Pavel Dorogoyხარკოვი დაბომბვის შემდეგ
ხარკოვი დაბომბვის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2022
გამოწერა
საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში ათზე მეტი ქართველი მოხალისე დაიღუპა.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი მოხალისე, 38 წლის რატი შურღაია შეეწირა, ამის შესახებ იუწყება ტელეარხი „მთავარი“ დაღუპულის ოჯახზე დაყრდნობით.
შურღაია სასიკვდილოდ დაიჭრა ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან მიმდინარე ბრძოლებში.
რატი შურღაია უკრაინის მხარეს „სპეცოპერაციის“ დაწყების პირველი დღიდან მონაწილეობდა, ის უკრაინის მოქალაქეზეა დაქორწინებულია და ამ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობდა.
შურღაიას დედა პოლონეთში იმყოფება, ბოლოჯერ შვილს ხუთი დღის წინ ესაუბრა. მისი გარდაცვალების შესახებ მას შაბათს აცნობეს.
გარდაცვლილის ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში ათზე მეტი ქართველი მოხალისე დაიღუპა. ზოგიერთი მათგანი მუდმივად ცხოვრობდა უკრაინაში, ზოგი საქართველოდან მოხალისედ წავიდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის.
წყარო - ტელეარხი „მთავარი“
ყველა ახალი ამბავი
0