https://sputnik-georgia.com/20220515/saqartvelos-erovnul-gvardias-saxanzro-samasvelo-arwurviloba-gadaeca-266652020.html
საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა
საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა
Sputnik საქართველო
ტრენინგის ფარგლებში რეზერვისტები საქართველოს ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა გადაამზადეს.
2022-05-15T12:19+0400
2022-05-15T12:19+0400
2022-05-15T13:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24593/50/245935096_0:153:3000:1841_1920x0_80_0_0_18e6c11731cbfe6e2a5228a60d25a711.jpg
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ.სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა ეროვნულ გვარდიას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში გადაეცა. შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი.ცერემონიას წინ ერთკვირიანი ტრენინგი უძღოდა, რომელიც დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობით ჩატარდა. სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.ეროვნული გვარდია SNGP-ის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული.წყარო - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24593/50/245935096_171:0:2828:1993_1920x0_80_0_0_2514fc073280a8d6141c36eab5606ca1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო გვარდია სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა დანია
საქართველო გვარდია სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა დანია
საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა
12:19 15.05.2022 (განახლებულია: 13:43 15.05.2022) ტრენინგის ფარგლებში რეზერვისტები საქართველოს ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა გადაამზადეს.
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ.
სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა ეროვნულ გვარდიას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში გადაეცა. შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი.
„ახალი აღჭურვილობა ეროვნულ გვარდიას შესაძლებლობას მისცემს დაეხმაროს და მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოში მოქმედ საგანგებო სიტუაციების სამსახურებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სტიქიური მოვლენების მართვის დროს. ახალი აღჭურვილობის გამოყენება მომავალში ბევრად უფრო გააუმჯობესებს ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავების შესაძლებლობას“, - განაცხადა სუზან კრისტენსენმა.
ცერემონიას წინ ერთკვირიანი ტრენინგი უძღოდა, რომელიც დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობით ჩატარდა. სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
ეროვნული გვარდია SNGP-ის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული.