https://sputnik-georgia.com/20220515/santlebi-da-casi-gasvebuli-bustebi-sidis-centrsi-roniszieba-gaimarta-266656628.html
სანთლები და ცაში გაშვებული ბუშტები: შიდსის ცენტრში ღონისძიება გაიმართა
სანთლები და ცაში გაშვებული ბუშტები: შიდსის ცენტრში ღონისძიება გაიმართა
Sputnik საქართველო
დღეს მსოფლიოში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით თითქმის 38 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.
2022-05-15T18:37+0400
2022-05-15T18:37+0400
2022-05-15T19:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250708192_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_1565bd9d3c1ff7c58ab7727d6fb19300.jpg
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა.15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. „ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივთან ერთად“ - ეს ამ დღის წლევანდელი დევიზია.ღონისძიებაზე ექიმებმა სანთლები დაანთეს და ცაში ბუშტები გაუშვეს.საქართველოში ეს დღე უკვე 26 წელია აღინიშნება. ბოლო მონაცემებით, ცენტრში რეგისტრირებულია 10 ათასამდე აივ ინფიცირებული. მათგან 7 ათასამდე მამაკაცია, 2.367 კი ქალი. მათი უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.საქართველოში აივ–ინფიცირების შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. უკანასკნელ წლებში შემცირებულია აივ/შიდსით ავადმყოფების სიკვდილიანობაც. ექიმების განცხადებით, სიკვდილიანობა საქართველოში ძირითადად განპირობებულია გვიანი დიაგნოსტიკით.შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.როგორია ქვეყანაში აივ-ინფიცირების მაჩვენებელი - ახალი სტატისტიკა >>ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250708192_182:0:2913:2048_1920x0_80_0_0_54f533a8cef6f6fa984f86a275bd4a8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანთლები ცა ბუშტები შიდსი აივ ცენტრი ღონისძიება
სანთლები ცა ბუშტები შიდსი აივ ცენტრი ღონისძიება
სანთლები და ცაში გაშვებული ბუშტები: შიდსის ცენტრში ღონისძიება გაიმართა
18:37 15.05.2022 (განახლებულია: 19:38 15.05.2022) დღეს მსოფლიოში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით თითქმის 38 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა.
15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. „ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივთან ერთად“ - ეს ამ დღის წლევანდელი დევიზია.
ღონისძიებაზე ექიმებმა სანთლები დაანთეს და ცაში ბუშტები გაუშვეს.
საქართველოში ეს დღე უკვე 26 წელია აღინიშნება. ბოლო მონაცემებით, ცენტრში რეგისტრირებულია 10 ათასამდე აივ ინფიცირებული. მათგან 7 ათასამდე მამაკაცია, 2.367 კი ქალი. მათი უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
საქართველოში აივ–ინფიცირების შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. უკანასკნელ წლებში შემცირებულია აივ/შიდსით ავადმყოფების სიკვდილიანობაც. ექიმების განცხადებით, სიკვდილიანობა საქართველოში ძირითადად განპირობებულია გვიანი დიაგნოსტიკით.
შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.