სამებასთან მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სომხეთში ათობით აფტერშოკი ფიქსირდება

CC BY 2.0 / lora_313 / Kilauea Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2022
გამოწერა
დაფიქსირდა 30 აფტერშოკი, ყველაზე ძლიერი 1,7 მაგნიტუდის იყო
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დააფიქსირა აფტერშოკები საქართველო-სომხეთის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.
15 მაისის დილის 8 საათისთვის 30 აფტერშოკი დაფიქსირდა, ყველაზე ძლიერი 1,7 მაგნიტუდის იყო, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
14 მაისს, 21:14 საათზე, საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ სამებიდან 9 კილომეტრში 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე იყო.
ბიძგი სომხეთშიც იგრძნეს - შირაკისა და ლორეს რაიონებში 4-5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, არაგაცოტნისა და ტავუშის რაიონებში - 3-4 ბალიანი, ერევანსა და არარატის რაიონებში - 3 ბალიანი მიწისძვრა იყო.
წყარო - Sputnik-სომხეთი.
ყველა ახალი ამბავი
0