https://sputnik-georgia.com/20220515/sacxeris-municipalitetsi-kveretis-arkvetili-daarsdeba-266655146.html
საჩხერის მუნიციპალიტეტში კვერეთის აღკვეთილი დაარსდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში კვერეთის აღკვეთილი დაარსდება
Sputnik საქართველო
აღკვეთილის ტერიტორიის საერთო ფართობი 14.797 ჰექტარს შეადგენს.
2022-05-15T17:55+0400
2022-05-15T17:55+0400
2022-05-15T17:55+0400
ახალი ამბები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო
იმერეთი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24771/95/247719542_0:78:1275:795_1920x0_80_0_0_ae78ee45fc979016a50eccbc10eed511.jpg
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი კატეგორიის – აღკვეთილის შექმნა იგეგმება.შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ხვალ სხდომაზე წარედგინება. პროექტის ინიციატორი მთავრობაა.აღკვეთილის ტერიტორიის საერთო ფართობი 14.797 ჰექტარს შეადგენს. კანონპროექტის მიხედვით, კვერეთის აღკვეთილი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის, აგრეთვე კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენის და დაცვის ხელშეწყობის მიზნით.როგორც პროექტშია აღნიშნული, ტერიტორიაზე გვხდება საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ძუძუმწოვრები, დათვი, ფოცხვერი, წავი, იშვიათად კავკასიური ირემი და არჩვი. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მდინარე ჯრუჭულასა და მდინარე ჩიხურას ხეობაში არსებული არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნები.კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ორგანული და არაორგანული კომპლექსის ბუნებრივი სახით შენარჩუნებას ესაჭიროება სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელება. აღკვეთილის სტატუსიდან გამომდინარე, მის გარშემო მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით კი დაშვებული იქნება ცალკეული განახლებადი ბუნებრივი რესურსის მოხმარება.კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2023 წლის 1 იანვარი სახელდება. ამ ვადაში შეიქმნება კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია, სადაც 23 საშტატო ერთეული იქნება გათვალისწინებული.დღეს საქართველოში 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა.ბოლო ათი წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 300 ათასი ჰექტრით გაიზარდა და 2021 წლის მდგომარეობით, დაახლოებით 800 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11,5%-ია. 2012-2021 წლებში შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24771/95/247719542_55:0:1220:874_1920x0_80_0_0_8642865efe9eaef4716c5ffcefa9bab5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საჩხერე მუნიციპალიტეტი კვერეთი აღკვეთილი
საჩხერე მუნიციპალიტეტი კვერეთი აღკვეთილი
საჩხერის მუნიციპალიტეტში კვერეთის აღკვეთილი დაარსდება
კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება.
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი კატეგორიის – აღკვეთილის შექმნა იგეგმება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ხვალ სხდომაზე წარედგინება. პროექტის ინიციატორი მთავრობაა.
აღკვეთილის ტერიტორიის საერთო ფართობი 14.797 ჰექტარს შეადგენს. კანონპროექტის მიხედვით, კვერეთის აღკვეთილი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის, აგრეთვე კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენის და დაცვის ხელშეწყობის მიზნით.
როგორც პროექტშია აღნიშნული, ტერიტორიაზე გვხდება საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ძუძუმწოვრები, დათვი, ფოცხვერი, წავი, იშვიათად კავკასიური ირემი და არჩვი. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მდინარე ჯრუჭულასა და მდინარე ჩიხურას ხეობაში არსებული არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნები.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ორგანული და არაორგანული კომპლექსის ბუნებრივი სახით შენარჩუნებას ესაჭიროება სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელება. აღკვეთილის სტატუსიდან გამომდინარე, მის გარშემო მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით კი დაშვებული იქნება ცალკეული განახლებადი ბუნებრივი რესურსის მოხმარება.
„შესაბამისად, ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული ბიომრავალფეროვნების დაცვას და შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების ლიმიტირებულ და მდგრად სარგებლობას, ეკოტურისტული პოტენციალის განვითარებას“, – ნათქვამია პროექტში.
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2023 წლის 1 იანვარი სახელდება. ამ ვადაში შეიქმნება კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია, სადაც 23 საშტატო ერთეული იქნება გათვალისწინებული.
დღეს საქართველოში 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 300 ათასი ჰექტრით გაიზარდა და 2021 წლის მდგომარეობით, დაახლოებით 800 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11,5%-ია. 2012-2021 წლებში შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია.