https://sputnik-georgia.com/20220515/rustavsi-mxatvrebs-ria-cis-qves-sakutari-sagamofeno-sivrce-eqnebat-266654390.html
რუსთავში მხატვრებს ღია ცის ქვეშ საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნებათ
რუსთავში მხატვრებს ღია ცის ქვეშ საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნებათ
Sputnik საქართველო
უშუალოდ საგამოფენო სივრცეში მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ტენტით გადახურული საგამოფენო სტენდები დამონტაჟდება.
2022-05-15T16:42+0400
2022-05-15T16:42+0400
2022-05-15T16:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24133/44/241334405_0:108:2000:1233_1920x0_80_0_0_ca5944d0db86fb8199f0d3b5cba0cd33.jpg
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. რუსთავში, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, მხატვრებისთვის ღია საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, იუწყება ქალაქის მერია.პროექტის ღირებულება 334.439 ლარს შეადგენს, ხოლო რეალიზაციის ვადა - 120 კალენდარულ დღეს.ქალაქის მერის თქმით, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება ისევ პრიორიტეტად რჩება.პროექტის ფარგლებში რეკრეაციულ ზონაში საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სარწყავი სისტემა, გარე განათება, დასასვენებელი სკამები მოეწყობა. უშუალოდ საგამოფენო სივრცეში მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ტენტით გადახურული საგამოფენო სტენდები დამონტაჟდება.„ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სკვერი შეემატება. ეს იქნება საგამოფენო სკვერი, სადაც სპეციალური სტენდები განთავსდება, საკმაოდ მაღალი ხარისხის ფილაქანი მოეწყობა. ტერიტორია გაზონებით გამწვანებული იქნება“, - განაცხადა რუსთავის მთავარმა არქიტექტორმა, კობა ძლიერიშვილმა.გარდა ამისა, დამთვალიერებლები სკვერის ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით კი ვიდეოკამერები დამონტაჟდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24133/44/241334405_117:0:1897:1335_1920x0_80_0_0_968b5536efba0393a993bda2196f7ef5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსთავი მხატვრები გამოფენა სივრცე ნინო ლაცაბიძე
რუსთავი მხატვრები გამოფენა სივრცე ნინო ლაცაბიძე
რუსთავში მხატვრებს ღია ცის ქვეშ საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნებათ
უშუალოდ საგამოფენო სივრცეში მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ტენტით გადახურული საგამოფენო სტენდები დამონტაჟდება.
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. რუსთავში, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, მხატვრებისთვის ღია საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, იუწყება ქალაქის მერია.
პროექტის ღირებულება 334.439 ლარს შეადგენს, ხოლო რეალიზაციის ვადა - 120 კალენდარულ დღეს.
„დღეს ახალი პროექტის განხორციელება დავიწყეთ და ძალიან მალე რუსთაველი ხელოვანი ადამიანებისთვის თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე შეიქმნება, სადაც ისინი საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენას შეძლებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქალაქის მერის თქმით, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება ისევ პრიორიტეტად რჩება.
პროექტის ფარგლებში რეკრეაციულ ზონაში საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სარწყავი სისტემა, გარე განათება, დასასვენებელი სკამები მოეწყობა. უშუალოდ საგამოფენო სივრცეში მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ტენტით გადახურული საგამოფენო სტენდები დამონტაჟდება.
„ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სკვერი შეემატება. ეს იქნება საგამოფენო სკვერი, სადაც სპეციალური სტენდები განთავსდება, საკმაოდ მაღალი ხარისხის ფილაქანი მოეწყობა. ტერიტორია გაზონებით გამწვანებული იქნება“, - განაცხადა რუსთავის მთავარმა არქიტექტორმა, კობა ძლიერიშვილმა.
გარდა ამისა, დამთვალიერებლები სკვერის ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით კი ვიდეოკამერები დამონტაჟდება.