კახეთში ბოლო ზარზე მოსწავლეები ტრაგედიას გადაურჩნენ

© Sputnik / Viktor Kaminskyსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2022
გამოწერა
ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაშავებული მოსწავლეები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. კახეთში, ყვარლის მიმართულებით ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი მე-12-კლასელი დაშავდა, იუწყება ადგილობრივი მედია.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული მოზარდები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0