https://sputnik-georgia.com/20220515/dinamo-saburtalo-stadionz-usafrtxoebis-zomebs-amkacreben-266652384.html
„დინამო“ – „საბურთალო“: სტადიონზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ
„დინამო“ – „საბურთალო“: სტადიონზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ
Sputnik საქართველო
„დინამო“ ინციდენტების პრევენციას ცდილობს - ქვეყნის მთავარი საფეხბურთო სტადიონის მეორე იარუსიდან მოედანზე შეღწევა შეუძლებელია.
2022-05-15T13:28+0400
2022-05-15T13:28+0400
2022-05-15T13:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251301442_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_8e92186d2ee4f63c2cd112c035734cb5.jpg
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. კრისტალბეთის ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩზე სკოლის მოსწავლეები „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ბარათით (sCool Card) უფასოდ მხოლოდ მეორე იარუსზე დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი „დინამო თბილისი“ ავრცელებს.ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „დინამოს“ შემდეგი მეტოქე „საბურთალო“ იქნება. მატჩი ხვალ, 16 მაისს, 19:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.გადაწყვეტილება ინციდენტების პრევენციის მიზნით არის მიღებული. ცნობილია, რომ სტადიონის მეორე იარუსიდან მოედანზე შეღწევა შეუძლებელია.3 მაისს, მე-11 ტურში ბათუმის „დინამოს“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის მსვლელობისას სტადიონზე გულშემატკივრების რეკორდული რაოდენობა - 22 ათასი მაყურებელი მივიდა. მატჩს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გულშემატკივრები ბათუმელთა შემტევ ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრის მიზნით შევარდნენ.აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა, სადაც თამაში ბოლო წუთებზე ხელჩართული ჩხუბის გამო შეწყდა.მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ლიგის 13-ე ტურში „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაზე მხოლოდ მედიისა და გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაუშვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251301442_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_9fec681dfa499d34c4024610df402fa9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„დინამო“ – „საბურთალო“ სტადიონი არენა უსაფრთხოება ზომები იარუსი გამკაცრება
„დინამო“ – „საბურთალო“ სტადიონი არენა უსაფრთხოება ზომები იარუსი გამკაცრება
„დინამო“ – „საბურთალო“: სტადიონზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ
13:28 15.05.2022 (განახლებულია: 13:29 15.05.2022) „დინამო“ ინციდენტების პრევენციას ცდილობს - ქვეყნის მთავარი საფეხბურთო სტადიონის მეორე იარუსიდან მოედანზე შეღწევა შეუძლებელია.
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. კრისტალბეთის ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩზე სკოლის მოსწავლეები „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ბარათით (sCool Card) უფასოდ მხოლოდ მეორე იარუსზე დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი „დინამო თბილისი“ ავრცელებს.
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „დინამოს“ შემდეგი მეტოქე „საბურთალო“ იქნება. მატჩი ხვალ, 16 მაისს, 19:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.
გადაწყვეტილება ინციდენტების პრევენციის მიზნით არის მიღებული. ცნობილია, რომ სტადიონის მეორე იარუსიდან მოედანზე შეღწევა შეუძლებელია.
3 მაისს, მე-11 ტურში ბათუმის „დინამოს“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის მსვლელობისას სტადიონზე გულშემატკივრების რეკორდული რაოდენობა - 22 ათასი მაყურებელი მივიდა. მატჩს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.
მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გულშემატკივრები ბათუმელთა შემტევ ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრის მიზნით შევარდნენ.
„მათ შორის იყვნენ sCool Card-ით მატჩზე უფასოდ შეშვებული სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მატჩის მსვლელობისას არაერთხელ შეეცადნენ მოედანზე შესვლას, ბოლოს კი სტადიონზე შეცვივდნენ და ბათუმელთა ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიასთან სურათის გადაღებას ცდილობდნენ“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა, სადაც თამაში ბოლო წუთებზე ხელჩართული ჩხუბის გამო შეწყდა.
მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ლიგის 13-ე ტურში „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაზე მხოლოდ მედიისა და გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაუშვეს.