საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვებას

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშინავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2022
გამოწერა
საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ნავთობის საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ნავთობისა და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში ინვესტიციების მოზიდვის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში გამართულ კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოსსხდომაზე.
კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს სხდომა თბილისში 13-14 მაისს იმართება, რომელშიც მონაწილეობს ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70-ზე მეტი კომპანიის 200 დელეგატი.
„თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ შევამციროთ გეოლოგიური და საინვესტიციო რისკები, ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რამდენიმე წელში საქართველო შეძლებს სრულად დააკმაყოფილოს თავისი საჭიროებები არსებული ნავთობის მოთხოვნის კუთხით.
„მიმდინარე ლიცენზიებით კვლევითი სამუშაოები საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და საქართველოს მზადყოფნაზე იმუშაოს საკუთარ ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების განვითარების კუთხით.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მოძიებისა და მოპოვების სამუშაოები ლიცენზირებულ მონაკვეთებზე ხორციელდება. ქვეყანაში ნავთობის მოპოვებას ექვსი ინვესტორი კომპანია ახორციელებს. კიდევ შვიდი კომპანია კი საძიებო სამუშაოებს ატარებს. საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ნავთობის საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას.
ყველა ახალი ამბავი
0