https://sputnik-georgia.com/20220514/udidesi-soki-kim-cen-inma-crdiloet-koreis-istoriasi-yvelaze-mzime-gamowvevaze-isaubra-266642769.html
უდიდესი შოკი: კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მძიმე გამოწვევა დაასახელა
უდიდესი შოკი: კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მძიმე გამოწვევა დაასახელა
Sputnik საქართველო
კიმ ჩენ ინის თქმით, ინფექციის გავრცელების გამო ქვეყანა უდიდესი რყევის წინაშეა
2022-05-14T13:30+0400
2022-05-14T13:30+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ჩრდილოეთი კორეა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24502/13/245021367_0:0:2982:1677_1920x0_80_0_0_6d97c322713003849c5c10a1b32724ac.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელების გამო ქვეყანა გადააწყდა უდიდეს რყევას რესპუბლიკის დაარსების მომენტიდან, იუწყება Korean Central News Agency (KCNA).აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ამოქმედებული უმაღლესი დონის საგანგებო ანტიეპიდემიური სისტემის მუშაობის შესამოწმებლად, 14 მაისს მოწვეული იქნა კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომა, რომელსაც კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. მას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების ანტიეპიდემიური შტაბის წარმომადგენლები, რომლებმაც დაავადების გავრცელების ვითარებასთან დაკავშირებით პატაკი ჩააბარეს.ამ კვირაში, პირველად პანდემიის დაწყებიდან, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების აღმოჩენის შესახებ განაცხადა. KCNA-ის ინფორმაციით, აპრილის ბოლოდან ქვეყანაში „უცნობი ციებ-ცხელების“ გავრცელება დაიწყო.„გენერალურმა მდივანმა (კიმ ჩენ ინმა – რედ.) განაცხადა, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების კუთხით ძალიან სერიოზული მდგომარეობაა და ჩვენს ქვეყანაშიც ამ ავბედითი ეპიდემიის გავრცელება, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს დაარსების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკია. მაგრამ თუ ჩვენ არ გადავუხვიეთ ანტიეპიდემიური პოლიტიკის განხორციელების პრინციპებს და შევინარჩუნებთ ძლიერ ორგანიზაციულ და მაკონტროლებელ ძალას, რომელიც დაფუძნებულია პარტიისა და ხალხის ერთსულოვნებასა და სოლიდარობაზე, და გავაძლიერებთ ანტიეპიდემიურ ბრძოლას, მაშინ სავსებით არის შესაძლებელი კრიზისის დაძლევა“, - აცხადებენ სააგენტოში.სააგენტოს ინფორმაციით, შაბათის მონაცემებით, აპრილის ბოლოდან 13 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 524.440-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა მაღალი სიცხე, მაგრამ 243 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა, 288 ათასზე მეტი მოქალაქე კვლავ იზოლაციაშია და მკურნალობას გადის. ჯამში დაიღუპა 27 ადამიანი, ერთ-ერთის ანალიზმა დაადასტურა კოროვირუსის შტამი BA.2 ომიკრონი, ე.წ. სტელს-ომიკრონის ვარიანტი.ჩრდილოეთ კორეამ დააწესა „უმაღლესი დონის საგანგებო ანტიეპიდემიური სისტემა", კიმ ჩენ ინის მითითებით ყველა ქალაქსა და ოლქში ამოქმედდა ლოკდაუნი, რათა უმოკლეს ვადებში შეჩერდეს ვირუსის გავრცელება და „ამოიძირკვოს ინფექციის წყარო“.წყარო - Korean Central News Agency (KCNA)
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24502/13/245021367_251:0:2982:2048_1920x0_80_0_0_737a45d3184ca18c8dbec7ab06479b94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შოკი კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეა ისტორია გამოწვევა კორონავირუსი
შოკი კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეა ისტორია გამოწვევა კორონავირუსი
უდიდესი შოკი: კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მძიმე გამოწვევა დაასახელა
13:30 14.05.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) კიმ ჩენ ინის თქმით, ინფექციის გავრცელების გამო ქვეყანა უდიდესი რყევის წინაშეა
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელების გამო ქვეყანა გადააწყდა უდიდეს რყევას რესპუბლიკის დაარსების მომენტიდან, იუწყება Korean Central News Agency (KCNA).
აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ამოქმედებული უმაღლესი დონის საგანგებო ანტიეპიდემიური სისტემის მუშაობის შესამოწმებლად, 14 მაისს მოწვეული იქნა კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომა, რომელსაც კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. მას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების ანტიეპიდემიური შტაბის წარმომადგენლები, რომლებმაც დაავადების გავრცელების ვითარებასთან დაკავშირებით პატაკი ჩააბარეს.
ამ კვირაში, პირველად პანდემიის დაწყებიდან, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების აღმოჩენის შესახებ განაცხადა. KCNA-ის ინფორმაციით, აპრილის ბოლოდან ქვეყანაში „უცნობი ციებ-ცხელების“ გავრცელება დაიწყო.
„გენერალურმა მდივანმა (კიმ ჩენ ინმა – რედ.) განაცხადა, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების კუთხით ძალიან სერიოზული მდგომარეობაა და ჩვენს ქვეყანაშიც ამ ავბედითი ეპიდემიის გავრცელება, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს დაარსების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკია. მაგრამ თუ ჩვენ არ გადავუხვიეთ ანტიეპიდემიური პოლიტიკის განხორციელების პრინციპებს და შევინარჩუნებთ ძლიერ ორგანიზაციულ და მაკონტროლებელ ძალას, რომელიც დაფუძნებულია პარტიისა და ხალხის ერთსულოვნებასა და სოლიდარობაზე, და გავაძლიერებთ ანტიეპიდემიურ ბრძოლას, მაშინ სავსებით არის შესაძლებელი კრიზისის დაძლევა“, - აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, შაბათის მონაცემებით, აპრილის ბოლოდან 13 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 524.440-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა მაღალი სიცხე, მაგრამ 243 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა, 288 ათასზე მეტი მოქალაქე კვლავ იზოლაციაშია და მკურნალობას გადის. ჯამში დაიღუპა 27 ადამიანი, ერთ-ერთის ანალიზმა დაადასტურა კოროვირუსის შტამი BA.2 ომიკრონი, ე.წ. სტელს-ომიკრონის ვარიანტი.
ჩრდილოეთ კორეამ დააწესა „უმაღლესი დონის საგანგებო ანტიეპიდემიური სისტემა", კიმ ჩენ ინის მითითებით ყველა ქალაქსა და ოლქში ამოქმედდა ლოკდაუნი, რათა უმოკლეს ვადებში შეჩერდეს ვირუსის გავრცელება და „ამოიძირკვოს ინფექციის წყარო“.