They Said Books: თბილისში წიგნის ბაზრობა გაიხსნა

© photo: Sputnikწიგნის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში
წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2022
გამოწერა
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, აუცილებელი პირობა წინასწარი რეგისტრაციის გავლაა
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში 14 მაისს რიგით მეექვსე წიგნის ბაზრობა They Said Books გაიხსნა, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
საგაზაფხულო ბაზრობის სტუმრებს ძველი და იშვიათი წიგნების ფართო არჩევანი ელოდებათ. ღონისძიება იმართება ახვლედიანის ქუჩა №10-ში, 13:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მწერალი, პოეტი და ფილოლოგი დიანა ანფიმიადი, რადიოწამყვანი მაკა კასრაძე და მუსიკალური ჟურნალისტი, რადიოწამყვანი რეზი ხუნცელია.
საღამოზე დასწრების მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ conceptevents.ge-ზე.
ყველა ახალი ამბავი
0