https://sputnik-georgia.com/20220514/tbilissi-mcenareebis-qimikatebit-sewamvlis-samusaoebi-daiwyo-266642326.html
თბილისში მცენარეების ქიმიკატებით შეწამვლის სამუშაოები დაიწყო
თბილისში მცენარეების ქიმიკატებით შეწამვლის სამუშაოები დაიწყო
Sputnik საქართველო
დედაქალაქის პარკებსა და სკვერებს სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ
2022-05-14T12:34+0400
2022-05-14T12:34+0400
2022-05-14T12:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674520_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_afd3971e97fe869a330dca2a83d3c3c7.jpg
თბილისი, 14 მაისი— Sputnik. მცენარეთა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში არსებული ნარგავების ქიმიკატებით დამუშავების აქტიური სამუშაოები დაიწყო.დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპლექსური წამლობის სამუშაოები როგორც მავნებლების, ასევე სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე განხორციელდა.მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა ვაკის პარკში, მ. თამარაშვილის ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, 26 მაისის მოედანზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, გულუას ქუჩაზე, წყნეთის გზატკეცილზე, კლდეკარის და ხერთვისის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, რუსთაველის გამზირზე, ტ. შევჩენკოს და ნ. მუსხელიშვილის სახელობის სკვერებში.2021 წლიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული მონიტორინგისა და წამლობის ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია „ეკოსერვის ჯგუფი“, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. „ეკოსერვის ჯგუფმა“ 2021 წლიდან დღემდე, ასობით მისამართზე არსებული გამწვანებული ტერიტორიის შეწამვლის სამუშაოები განახორციელა.კომპანია აქტიურ სამუშაოებს წლის განმავლობაში გააგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674520_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_7c49ae68387489c5af0abdf107e4a5b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი მცენარეები ქიმიკატები შეწამვლა სამუშაოები
თბილისი მცენარეები ქიმიკატები შეწამვლა სამუშაოები
თბილისში მცენარეების ქიმიკატებით შეწამვლის სამუშაოები დაიწყო
დედაქალაქის პარკებსა და სკვერებს სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ
თბილისი, 14 მაისი— Sputnik. მცენარეთა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში არსებული ნარგავების ქიმიკატებით დამუშავების აქტიური სამუშაოები დაიწყო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპლექსური წამლობის სამუშაოები როგორც მავნებლების, ასევე სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე განხორციელდა.
მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა ვაკის პარკში, მ. თამარაშვილის ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, 26 მაისის მოედანზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, გულუას ქუჩაზე, წყნეთის გზატკეცილზე, კლდეკარის და ხერთვისის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, რუსთაველის გამზირზე, ტ. შევჩენკოს და ნ. მუსხელიშვილის სახელობის სკვერებში.
2021 წლიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული მონიტორინგისა და წამლობის ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია „ეკოსერვის ჯგუფი“, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. „ეკოსერვის ჯგუფმა“ 2021 წლიდან დღემდე, ასობით მისამართზე არსებული გამწვანებული ტერიტორიის შეწამვლის სამუშაოები განახორციელა.
კომპანია აქტიურ სამუშაოებს წლის განმავლობაში გააგრძელებს.