საქართველოს საგარეო ვაჭრობა მესამედით გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2022
გამოწერა
ექსპორტი საქართველოდან წლის პირველ 4 თვეში 32,8%-ით გაიზარდა
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–აპრილში 33,4%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 5,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 3,7 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–აპრილის მაჩვენებელზე თითქმის 34%-ით მეტია.
ექსპორტმა შეადგინა 1,6 მლრდ დოლარი. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 32,8%-ით მეტია და დაახლოებით 49,4%-ით მეტი პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე (2019 წ.), ნათქვამია ინფორმაციაში.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 34,4%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, 25,6%-ით გაიზარდა და 14,3 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, გასულ წელს გატანილია 4,2 მლრდ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, რაც 2020 წლის მონაცემებთან შედარებით 26,9%-ით მეტია.
წყარო - „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0