მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აბუ-დაბის პრინცი არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გახდა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2022
გამოწერა
არაბეთის გაერთიანებული საამიროების ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 2004 წლიდან მართავდა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. აბუ-დაბის საამიროს პრინცი, რომელიც ფაქტობრივად ქვეყანას ბოლო რვა წლის განმავლობაში მართავდა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ახალი პრეზიდენტი გახდა მისი ძმის, ქვეყნის მმართველის, ხალიფა ბინ ზეიდის გარდაცვალების შემდეგ.
პრეზიდენტის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ მიიღო. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი დანარჩენი ექვსი ემირატის მმართველები შაბათს შეიკრიბნენ მოჰამედ ბინ ზეიდის სასახლეში, რათა სამძიმარი გამოეთქვათ სახელმწიფოს მეთაურის გარდაცვალების გამო, იუწყება РИА Новости სააგენტო WAM-ზე დაყრდნპბით.
სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, „უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტად აბუ-დაბის პრინცის, მუჰამედ ბინ ზეიდის დანიშვნის შესახებ“.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 2004 წლიდან მართავდა, პარასკევს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0