მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხორბლის წარმოების მოცულობა მიმდინარე წელს გაიზრდება - FAO-ს პროგნოზი

© photo: Sputnik / Valeriy Shustov / გადასვლა მედიაბანკშიხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
მარცვლეულის მარაგი მსოფლიოში იზრდება ვაჭრობის მოცულობის მოსალოდნელი შემცირების ფონზე 2020-2021 წლების სეზონის რეკორდულ დონესთან შედარებით.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად მარცვლეულის ყველა კულტურის აღება უკვე დასრულებულია, FAO-ს 2021 წლის პროგნოზი მარცვლეულის მსოფლიო წარმოებასთან დაკავშირებით ამ თვეში არ შეცვლილა და ის 2.799 მლნ ტონას შეადგენს, რაც 0,8%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიმოხილვაში მარცვლეულის შესახებ.
შეფასება აგებულია იმის მოლოდინით, რომ უკრაინის ნათესების მოსავლის სულ ცოტა 20% ვერ იქნება აღებული.

„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მსოფლიოში ხორბლის წარმოების მოცულობის პროგნოზი რამდენადმე შემცირებული იყო წინა წლის დონესთან შედარებით, და ახლა შეადგენს 782 მლნ ტონას, FAO მაინც ელოდება ხორბლის წარმოების გაზრდას მსოფლიოში ამ წელს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ხორბლის წარმოების მოცულობა მსოფლიოში ფასდება 777 მლნ ტონად, რაც, პრაქტიკულად, შეესაბამება 2020 წლის მოსავალს.
რუსეთის ფედერაციაში მოსავლის პერსპექტივები ზოგადად ხელსაყრელი რჩება: ამინდის პირობები ასევე იძლევა მოსავლიანობის გაზრდის იმედს და, შესაბამისად, წარმოების მოცულობის ზრდის 2022 წელს.
ევროკავშირში ხორბლის წარმოების მოცულობის პროგნოზი ამ თვეში 139,5 მლნ ტონამდე იყო გაზრდილი. ბოლო ოფიციალური მონაცემები მიანიშნებს ხორბლის ნათესების ფართობის მცირე ზრდას წინა პროგნოზებთან შედარებით.
მარცვლეულით ვაჭრობის პროგნოზირებული მოცულობა მსოფლიოში 2021–2022 წლებში 473 მლნ ტონას შეადგენს, რაც 3,7 მლნ ტონით მეტია გასული თვის პროგნოზთან შედარებით, მაგრამ 1,2 პროცენტით ნაკლებია 2020–2021 წლების სეზონის რეკორდულ დონეზე.
მსოფლიო ფასები სურსათზე აპრილში უმნიშვნელოდ შემცირდა - FAO>>
პროგნოზი მსოფლიოში ხორბლით ვაჭრობაზე 2021–2022 წლების სეზონზე (ივლისი/ივნისი) გაიზარდა 1,2 მლნ ტონით წინა თვის დონესთან შედარებით და ამჟამად 191 მლნ ტონას შეადგენს, რაც 1,0 პროცენტით მეტია 2020–2021 წლების სეზონის დონესთან შედარებით.
პორტების ბლოკირების შედეგად ხორბლის ექსპორტი უკრაინიდან კვლავ შეზღუდულია, და ამ თვეში წარმოებული პროგნოზის გადახედვა ზრდის მიმართულებით ძირითადად განპირობებულია მოსალოდნელზე მაღალი ექსპორტით რუსეთის ფედერაციიდან: მიუხედავად შეზღუდვებისა ტვირთგადაზიდვებზე და სავაჭრო–საფინანსო ოპერაციების ჩატარებაზე, რუსეთი აპრილის განმავლობაში განაგრძობდა ტვირთების მიწოდებას, ძირითადად, ეგვიპტეში, ირანსა და თურქეთში.
ყველა ახალი ამბავი
0