https://sputnik-georgia.com/20220513/volski-nacmozraobas-emigrantebisadmi-araswori-damokidebuleba-aqvs-266630708.html
ვოლსკი: „ნაცმოძრაობას“ ემიგრანტებისადმი არასწორი დამოკიდებულება აქვს
ვოლსკი: „ნაცმოძრაობას“ ემიგრანტებისადმი არასწორი დამოკიდებულება აქვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ემიგრანტებისადმი არასწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, განაცხადა პარლამენტის... 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T20:21+0400
2022-05-13T20:21+0400
2022-05-16T14:27+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511679_0:20:3000:1708_1920x0_80_0_0_a2a4099b604f6f33acad4f4e62f9058a.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ემიგრანტებისადმი არასწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადების კომენტარისას.როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს იმაზე, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოლდოვის მაგალითი გამოიყენოს. საუბარია ქართველ ემიგრანტებში საარჩევნო აქტივობის ამაღლებაზე.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ წამოაყენა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნა. პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გააყალბა.ამასთან, გუშინ მელიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოლდოვაში არჩევნებზე დიასპორის 300 ათასმა წარმომადგენელმა მისცა ხმა. საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში 2020 წელს ხმა მისცა მხოლოდ 12 ათასმა ქართველმა ემიგრანტმა. არჩევნებზე 100 ათასი ემიგრანტი რომ მისულიყო, ეს მთავრობა საერთოდ არ იქნებოდა, დასძინა მელიამ. მელიას განცხადებაზე კომენტარი უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.მანამდე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მან დაუშვებელი უწოდა ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, რომელსაც, წულუკიანის თქმით, საქართველოს ომში ჩათრევა უნდა.„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა. სახელისუფლებო პარტია, თავის მხრივ, „ნაცმოძრაობას“ „ომის პარტიას“ უწოდებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511679_222:0:2779:1918_1920x0_80_0_0_712845f73986a43b5dae7b86c040c469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ემიგრანტებისადმი არასწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადების კომენტარისას.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს იმაზე, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოლდოვის მაგალითი გამოიყენოს. საუბარია ქართველ ემიგრანტებში საარჩევნო აქტივობის ამაღლებაზე.
„გაცილებით იოლია დეზინფორმაციის, ფეიკ-ნიუსების საზღვარგარეთ გავრცელება. ამით მათ (ოპოზიციას) ჩამოუყალიბდა არასწორი, უსაფუძვლო დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ. რადგან მათი საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსი უფრო ძლიერია და კარგად არის გაშლილი საზღვარგარეთ, მათ ჰგონიათ, რომ ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა არ იციან აქ რა ხდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ წამოაყენა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნა. პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გააყალბა.
ამასთან, გუშინ მელიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოლდოვაში არჩევნებზე დიასპორის 300 ათასმა წარმომადგენელმა მისცა ხმა. საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში 2020 წელს ხმა მისცა მხოლოდ 12 ათასმა ქართველმა ემიგრანტმა. არჩევნებზე 100 ათასი ემიგრანტი რომ მისულიყო, ეს მთავრობა საერთოდ არ იქნებოდა, დასძინა მელიამ.
მელიას განცხადებაზე კომენტარი უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.
მანამდე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მან დაუშვებელი უწოდა ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, რომელსაც, წულუკიანის თქმით, საქართველოს ომში ჩათრევა უნდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა. სახელისუფლებო პარტია, თავის მხრივ, „ნაცმოძრაობას“ „ომის პარტიას“ უწოდებს.