https://sputnik-georgia.com/20220513/vivamedis-direqtori-saakashvils-klinikuri-kvlevebi-utardeba-266630107.html
„ვივამედის“ დირექტორი: მიხეილ სააკაშვილს კლინიკური კვლევები უტარდება
„ვივამედის“ დირექტორი: მიხეილ სააკაშვილს კლინიკური კვლევები უტარდება
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტის ახლობლები და ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ვერ გაეწევა. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T20:00+0400
2022-05-13T20:00+0400
2022-05-16T14:25+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112943_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_b8c479b32a5caea88667a78d2e96abde.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას კლინიკური კვლევები უტარდება, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ.მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, 12 მაისს გადაიყვანეს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ შეთავაზება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 10 მაისს გააკეთა.მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ექს-პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანას კვლავ მოითხოვენ. სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა „ვივამედში“ მკურნალობის უკეთესი პირობებია, ვიდრე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო.თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების წინადადება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გაკეთდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების მინიმიზაციის მიზნით. სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილი ამჟამად კატაბოლურ მდგომარეობაშია. ცილოვანი შიმშილის ფონზე ექს-პრეზიდენტს კუნთოვანი მასა დაუქვეითდა და დასუსტდა. მიზეზი, ექიმების აზრით, შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112943_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f27b72e941465a3a6ae87c7e8ffcc312.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
„ვივამედის“ დირექტორი: მიხეილ სააკაშვილს კლინიკური კვლევები უტარდება
20:00 13.05.2022 (განახლებულია: 14:25 16.05.2022) ექს-პრეზიდენტის ახლობლები და ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ვერ გაეწევა.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას კლინიკური კვლევები უტარდება, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, 12 მაისს გადაიყვანეს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ შეთავაზება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 10 მაისს გააკეთა.
„მიხეილ სააკაშვილი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, რაშიც ჩართული არიან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. კვლევების თაობაზე კონკრეტული დასკვნების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით პაციენტის ნებართვა გვექნება“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ექს-პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანას კვლავ მოითხოვენ. სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა „ვივამედში“ მკურნალობის უკეთესი პირობებია, ვიდრე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების წინადადება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გაკეთდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების მინიმიზაციის მიზნით.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილი ამჟამად კატაბოლურ მდგომარეობაშია. ცილოვანი შიმშილის ფონზე ექს-პრეზიდენტს კუნთოვანი მასა დაუქვეითდა და დასუსტდა. მიზეზი, ექიმების აზრით, შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.