თბილისში შოკოლადის დღეები გაიმართება

© Pixabay / Alexander Steinშოკოლადი
შოკოლადი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. „ბაზარი ორბელიანზე“ 13-15 მაისს შოკოლადის დღეებს უმასპინძლებს. ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.
სტუმრებს დახვდებათ ჩირიფრუტის უგემრიელესი შოკოლადის ნუგბარი, შიკოლის მრავალფეროვანი ასორტი, შოკოლატერია არტიზანის საუცხოო დესერტები და შოკოტელას ხელნაკეთი შოკოლადები.
ინფორმაციაში მითითებულია, რომ პარასკევს შოკოლადის ზეიმს ჩირიფრუტის განსაკუთრებული სტუმარი შვეიცარიიდან ვერნერ რუგზეგერი გახსნის თავისი დაუვიწყარი მასტერ-კლასით და დამსწრე საზოგადოებას ასწავლის როგორ შექმნან საუცხოო არომატები.
ღონისძიება 17:30 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0