თელავში რეტროავტომობილების გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშითბილისის ავტომუზეუმი
თბილისის ავტომუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. კლასიკური რეტროავტომობილების გამოფენა თელავში 22 მაისს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
ექსპოზიციის სტუმრებს არა მარტო ღონისძიებაზე დასწრების, არამედ მასში მონაწილეობს შესაძლებლობა ექნებათ – გამოფენაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომლის ავტომობილიც 30 წელზე მეტი ხნისაა.
„ჩვენი სურვილია ჩვენი პირველი ღონისძიება გავმართოთ როგორც მეგობრობისა და ავტოკლასიკის კვირეული, რათა თელავს და მის მცხოვრებლებს ვაჩუქოთ ლამაზი და დაუვიწყარი დღეები“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.
გამოფენის მონაწილეთა ავტოკოლონა თბილისიდან თელავში 22 მაისის დილით გავა.
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს ტელეფონის ნომერზე +995 558451001, ან სოციალურ ქსელში. წინასწარი რეგისტრაციის გავლა ღონისძიების აუცილებელი პირობაა.
რეტროავტომობილების გამოფენა თელავში 13:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0