https://sputnik-georgia.com/20220513/subar-nacmozraobas-xelisuflebashi-dabrunebis-shansi-ar-aqvs-266633715.html
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, იციან, რომ ომი დაუშვებელია. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T21:13+0400
2022-05-13T21:13+0400
2022-05-13T23:42+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814525_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_8d7cbcebf72699a2d4aa8b91f7f957f1.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ სამშაბათს „უკრაინა 24"-ის ეთერში მოუწოდა უკრაინელებს აქტიურობისკენ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გასახსნელად. მისი თქმით, ამისათვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. პიონტკოვსკი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ „ივანიშვილი გაიქცევა და რეჟიმი დაინგრევა“, ხოლო საქართველო გათავისუფლდება.„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია, მათ არანაირი შანსი არ აქვთ, ისევე, როგორც საქართველოში არ არის რევოლუციის მოწყობის შანსი, დასძინა მან.იმის შესახებ, რომ საქართველოში არ იქნება არანაირი მეორე ფრონტი, არაერთხელ განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. პრემიერის თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814525_49:0:1893:1383_1920x0_80_0_0_9f5dcf886d2a52bcddc205d31fefa48a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს
21:13 13.05.2022 (განახლებულია: 23:42 13.05.2022) დეპუტატის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, იციან, რომ ომი დაუშვებელია.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.
რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ სამშაბათს „უკრაინა 24"-ის ეთერში მოუწოდა უკრაინელებს აქტიურობისკენ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გასახსნელად. მისი თქმით, ამისათვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. პიონტკოვსკი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ „ივანიშვილი გაიქცევა და რეჟიმი დაინგრევა“, ხოლო საქართველო გათავისუფლდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ შეურიგდა და გააცნობიერა, რომ საქართველოში მას გამარჯვების შანსი არ აქვს. ისინი ცდილობენ, მაგრამ ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები განსხვავებულად ფიქრობენ. ყველამ დაინახა მათი მოღალატეობრივი სახე. სადაც არ უნდა იყოს, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ომის დაშვება არ შეიძლება“, – განაცხადა სუბარმა ჟურნალისტებთან.
„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია, მათ არანაირი შანსი არ აქვთ, ისევე, როგორც საქართველოში არ არის რევოლუციის მოწყობის შანსი, დასძინა მან.
იმის შესახებ, რომ საქართველოში არ იქნება არანაირი მეორე ფრონტი, არაერთხელ განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. პრემიერის თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.