საქართველოში შიდა ტრანზიტის წესები იცვლება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო მანქანა
სატვირთო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
შესწორებები გააუქმებს გრძელვადიან შიდა ტრანზიტს, რომელიც 365 დღეზე ფორმდება და 450 ლარი ღირს.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში 2023 წლის 1 მარტიდან შიდა ტრანზიტის წესები შეიცვლება – პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი წარადგინეს.
შიდა ტრანზიტი საბაჟო პროცედურაა, რომლის დროსაც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური საქონელი დროებითი შენახვის საწყობსა და საბაჟო საწყობებს შორის გადააქვთ საბაჟო გადასახადის გარეშე.
მოქმედი კანონმდებლობით, შიდა ტრანზიტი 90 დღეზე ფორმდება და ყოველდღიური გადასახადი ერთ ლარს შეადგენს. შესწორებების თანახმად კი, შიდა ტრანზიტის გაფორმებისთვის დადგინდება ერთიანი საფასური 90 დღეზე – 50 ლარი.
კანონპროექტი გააუქმებს სანქციას ვადაგასული შიდა ტრანზიტის გამო (ერთი დღე – 5 ლარი), ასევე 30 ლარის ოდენობით გადასახადს დაკარგული ნომრის აღდგენისთვის.
შესწორებებით ასევე გაუქმდება გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი, რომელიც ფორმდება 365 დღეზე და 450 ლარი ღირს. კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მომსახურებას პრაქტიკაში იშვიათად იყენებენ და ამ მომსახურების საჭიროება არ არის.

ასევე იცვლება გადასახადი ერთი წყვილი სატრანზიტო ნომრის მიღებისთვის. ის 20 ლარით იზრდება და 50 ლარს შეადგენს. ქაღალდის სატრანზიტო ნომრის გაცემის ნაცვლად ლითონის სანომრე ნიშანი გაიცემა, რომლის ღირებულებაც 50 ლარი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0