https://sputnik-georgia.com/20220513/saqartvelo-sisxlshi-glukozis-shemcvelobis-uwyveti-monitoringis-sistemebs-miigebs-266629342.html
საქართველო სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს მიიღებს
საქართველო სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს მიიღებს
Sputnik საქართველო
პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები ინფორმირებული იქნებიან მოწყობილობის სწორად გამოყენების წესების შესახებ. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T19:41+0400
2022-05-13T19:41+0400
2022-05-13T23:23+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263178056_0:290:3124:2047_1920x0_80_0_0_65f75500087a26e4694c9f1cd6502dba.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების პირველ ნაწილს მაისის ბოლომდე მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგი (CGM) ეს არის დიაბეტის ეფექტური კონტროლის ტექნოლოგია, რომელიც სადღეღამისო რეჟიმში გლუკოზის დონის ცვლილებების კონტროლის საშუალებას იძლევა. ამგვარი მოწყობილობები ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების მქონე ბავშვებისთვის, რადგან მათი სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლიათ. ასეთი სისტემები საქართველოში 1,3 ათასზე მეტ ბავშვს სჭირდება.როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წლის დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რამაც უწყებას დიაბეტის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე პირებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსების შესაძლებლობა მისცა.მისი თქმით, გაიზრდება დიაბეტის მართვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც.„ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით სერვისების მიმწოდებლები წარმოდგენილია მხოლოდ თბილისის სამ დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური მოლაპარაკების ფარგლებში შესაძლებელი გახდა სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა“, – განაცხადა აზარაშვილმა.მინისტრის განმარტებით, უახლოეს პერიოდში დიაბეტის მართვის სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება იმერეთის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში.პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის უნარზე გადაამუშაოს საკვებიდან ენერგიის გამოსამუშავებლად მიღებული გლუკოზა. უმეტეს შემთხვევაში პირველი ტიპის დიაბეტი ადრეულ ასაკში ვლინდება.დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა უტევს პანკრიასის უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან ინსულინს, ჰორმონს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გლუკოზის ენერგიად გარდაქმნაში, რაც სხეულის უჯრედებისთვის აუცილებელია. ამიტომ პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ინსულინის დონის მუდმივი კონტროლი და ყოველდღიური ინექციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263178056_0:236:2415:2047_1920x0_80_0_0_0153c58b4e4de4f202bb88e7cd99c829.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს მიიღებს
19:41 13.05.2022 (განახლებულია: 23:23 13.05.2022) პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები ინფორმირებული იქნებიან მოწყობილობის სწორად გამოყენების წესების შესახებ.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების პირველ ნაწილს მაისის ბოლომდე მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგი (CGM) ეს არის დიაბეტის ეფექტური კონტროლის ტექნოლოგია, რომელიც სადღეღამისო რეჟიმში გლუკოზის დონის ცვლილებების კონტროლის საშუალებას იძლევა. ამგვარი მოწყობილობები ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების მქონე ბავშვებისთვის, რადგან მათი სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლიათ. ასეთი სისტემები საქართველოში 1,3 ათასზე მეტ ბავშვს სჭირდება.
„შედეგად, დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიაბეტის ეფექტური და უმტკივნეულო მართვისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წლის დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რამაც უწყებას დიაბეტის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე პირებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსების შესაძლებლობა მისცა.
მისი თქმით, გაიზრდება დიაბეტის მართვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც.
„ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით სერვისების მიმწოდებლები წარმოდგენილია მხოლოდ თბილისის სამ დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური მოლაპარაკების ფარგლებში შესაძლებელი გახდა სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, უახლოეს პერიოდში დიაბეტის მართვის სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება იმერეთის, აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის უნარზე გადაამუშაოს საკვებიდან ენერგიის გამოსამუშავებლად მიღებული გლუკოზა. უმეტეს შემთხვევაში პირველი ტიპის დიაბეტი ადრეულ ასაკში ვლინდება.
დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა უტევს პანკრიასის უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან ინსულინს, ჰორმონს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გლუკოზის ენერგიად გარდაქმნაში, რაც სხეულის უჯრედებისთვის აუცილებელია. ამიტომ პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ინსულინის დონის მუდმივი კონტროლი და ყოველდღიური ინექციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.