https://sputnik-georgia.com/20220513/saministro-saqartveloshi-xorblis-pkvilis-sakmarisi-maragia-266632236.html
სამინისტრო: საქართველოში ხორბლის ფქვილის საკმარისი მარაგია
სამინისტრო: საქართველოში ხორბლის ფქვილის საკმარისი მარაგია
Sputnik საქართველო
საქართველოში დაახლოებით 1,5-2 თვეში ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღება დაიწყება. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T20:40+0400
2022-05-13T20:40+0400
2022-05-13T23:36+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22945/47/229454716_0:247:2765:1802_1920x0_80_0_0_5e46ebc5c14bc2701ecceebc3ff61c33.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში ხორბლის ფქვილის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები არ არის, ქვეყანა მას დაბალ ფასში ყიდულობს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის მარაგი იწურება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.მისი თქმით, დაახლოებით 1,5-2 თვეში უკვე დაიწყება ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღება. მთელ მსოფლიოში უკვე ახალი სეზონი იწყება, რომელიც, ჩვეულებრივ, ივლის-აგვისტოშია.„ეს თავისთავად იწვევს უკვე ახალი მოსავლის და ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას“, – აღნიშნა ხანიშვილმა.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდიოდა. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართველი მეწარმეებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი ხორბლის შემოტანა და მისი აქ დაფქვა.2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად – საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22945/47/229454716_16:0:2747:2048_1920x0_80_0_0_6e582b7caf763b7447573517c2e3fd4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
სამინისტრო: საქართველოში ხორბლის ფქვილის საკმარისი მარაგია
20:40 13.05.2022 (განახლებულია: 23:36 13.05.2022) საქართველოში დაახლოებით 1,5-2 თვეში ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღება დაიწყება.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში ხორბლის ფქვილის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები არ არის, ქვეყანა მას დაბალ ფასში ყიდულობს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის მარაგი იწურება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.
„ერთდროულად ორივე ვერ იქნება. ხორბალი ვერ დაიფქვევა, თუ ბაზარზე იქნება იაფი ფქვილი. ეს მოტივირებულია იმით, რომ მოსახლეობამ მიიღოს მაქსიმალურად იაფი ფქვილი, რაც კი შეიძლება დღეს მსოფლიო ბაზარზე არსებობდეს. ამიტომაც, მარაგების თვალსაზრისით, ბუნებრივია, პრობლემა არ არის. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მისი თქმით, დაახლოებით 1,5-2 თვეში უკვე დაიწყება ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღება. მთელ მსოფლიოში უკვე ახალი სეზონი იწყება, რომელიც, ჩვეულებრივ, ივლის-აგვისტოშია.
„ეს თავისთავად იწვევს უკვე ახალი მოსავლის და ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას“, – აღნიშნა ხანიშვილმა.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდიოდა. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართველი მეწარმეებისთვის აღარ იყო ხელსაყრელი ხორბლის შემოტანა და მისი აქ დაფქვა.
2021 წლის ივნისში რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად – საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტიც არ იბეგრება, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი კი გასულ წელს 30%-ით შემცირდა.