Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბიბლიამ გადაგვარჩინა...“ - რუსუდან კერვალიშვილი ციხეში გატარებულ პერიოდზე

© Women as actors for change and mpowermentრუსუდან კერვალიშვილი
რუსუდან კერვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.
ბიზნესმენმა რუსუდან კერვალიშვილმა დასთან მაია რჩეულიშვილთან და მის ოჯახთან ურთიერთობის, ასევე ციხეში გატარებული წლების შესახებ ია ფარულავას გადაცემაში ისაუბრა.
ქალი ამბობს, რომ ბიბლიოთეკა არის ყველაზე მთავარი, ის, რამაც გადაარჩინა.

„მართლა კარგი ბიბლიოთეკაა, თუმცა განახლება სულ სჭირდება. რაც ბავშვობაში დამაკლდა და სოფლის თუ სხვა ბიბლიოთეკაში ვერ წავიკითხე, მომეცა საშუალება ორჯერ-სამჯერ გადაკითხვის. და, რაც ყველაზე მთავარია, ბიბლია, რომელსაც ხმამაღლა ვკითხულობდი. რაც უნდა ყოფილიყო, 12 საათზე ვიწყებდი ყველა თავის კითხვას. ამან გადაგვარჩინა და ბევრი რამ სრულიად გადავაფასეთ ცხოვრებაში“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.

ია ფარულავას კითხვაზე, რით იკვებებოდნენ დები ციხეში, რუსუდან კერვალიშვილი პასუხობს, რომ კვების საკითხს მაია რჩეულიშვილი აგვარებდა, რომელიც ძალიან კარგი კულინარია. შეკითხვას, დადიოდნენ თუ არა დები გამოპრანჭულები ციხეში, რუსუდანი დადებითად პასუხობს.
ყველა ახალი ამბავი
0