რუსეთში კორონავირუსის ახალი ვაქცინის გამოკვლევა იწყება

© AP Photo / Valentina Petrovaკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამალეის ცენტრს კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოკვლევის ნებართვა მისცა.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. რუსეთში დაიწყო ვირუსისმაგვარი ნაწილაკების საფუძველზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევები. ვაქცინა გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს.
მოხალისეთა გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიიღო პრეპარატი და აცრაზე რამე სახის ნეგატიური რეაქცია არ ყოფილა, განუცხადა РИА Новости-ს ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.
მანამდე რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამალეის ცენტრს მისცა ნებართვა, რომ მან დაიწყოს კორონავირუსის ვაქცინის კვლევა, რომელიც ვირუსის მსგავს ნაწილაკებს შეიცავს.

„დაიწყო. უკვე აიცრა რამდენიმე ადამიანი. ვაქცინის შეყვანაზე არანაირი ნეგატიური რეაქცია არ ყოფილა. ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგადაა“, – განაცხადა გინცბურგმა.

სპეციალისტმა განმარტა, რომ სირთულეებია მოხალისეების შეკრებაში, რომლებსაც COVID-19-ის ანტისხეულებზე უარყოფითი მაჩვენებლები ექნებოდათ. სკრინინგი გაიარა ასობით ადამიანმა, მაგრამ ვაქცინაციას უტარებენ მხოლოდ მათ, ვისაც ანტისხეულები არა აქვს.
ექსპერტის თქმით, ახალი ვაქცინა სამკვირიანი შუალედით ორჯერ აცრას ითვალისწინებს, მაგრამ პრეპარატის კომპონენტები, „სპუტნიკ V“-სგან განსხვავებით, ერთნაირია.
ყველა ახალი ამბავი
0